ვარსკვლავები ჟურნალმა Vogue გასული წლის მოდური ტენდენციები შეაჯამა 2013, 8 იანვარი, 11:10 არასდროს ნათელი და გარკვეული არ არის, თუ რატომ ხდება პოდიუმზე წარმოდგენილი რომელიც ტენდენცია მოდური მაღაზიების და ქალბატონების გარდერობის განუყოფელი ნაწილი.
ჟურნალ Vogue-ს რედაქცია წლის განმავლობაში აკვირდებოდა, აშუქებდა და საზოგადოებას აცნობდა მოდურ ტენდენციებს და საუკეთესოდ ჩაცმულ ვარსკვლავებს.
გასული წელი მეტად მრავალფეროვანი გახლდათ:
ფუტურისტული მიმდინარეობა განუყოფელი ნაწილი გახდა ჩვეულებრივი ქალბატონების გარდერობისთვისაც. წითელ ხალიჩებზე მოულოდნელად პოპულარული იყო პასტელის ფერის საღამოს კაბები, ასევე წლის განმავლობაში ვარსკვლავებზე ბრწყინავდა არამარტო აქსესუარები და სამკაულები, არამედ ტანსაცმლის საყელოებიც.
კიდევ ერთხელ გადავხედოთ 2012 წლის მოდურ ტენდენციებს, რომლებიც საყოველთაო ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. წითელ ხალიჩებზე და სადღესასწაულო მიღებებზე ვარსკვლავები ოქროსფრად ბრწყინავდნენ. პასტელის ფერების კაბები მეტად უჩვეულო, მაგრამ ქალური და ნაზი არჩევანი გახლდათ. ნახატებიანი სამოსი ბატონობდა გაზაფხულის კოლექციების ჩვენებისას და წითელ ხალიჩაზეც, გამორჩეული ნახატებიანი-ყვავილები, გეომეტრიული, ასიმეტრიული ფიგურები-ამშვენებდა ასევე ფერად შარვლებს. შარვალ-კოსტუმი ვარსკვლავებმა შემოდგომის დადგომისას მოირგეს და საკმაოდ მოხდენილადაც, ანსამბლი დღისით და ღამითაც ერთნაირად გამოსადეგი გახლდათ. ფუტურიზმი კვლავ პოპულარული გახლდათ, ვარსკვლავები ფანტაზიორობდნენ კოსმიურ თემაზე. აბრეშუმი წითელი ხალიჩების უმთავრესი ქსოვილი გახდა. შავის და თეთრი ფერის კომბინაცია, როგორც ნახატებში, ასევე გრაფიკულ გამოსახულებაში, კოპლებში ასევე ერთ-ერთი მოდური ტენდენცია გახლდათ. საყელო-ყელსაბამი საყელოებმა სამკაულების ფუნქცია იკისრეს და მეტად გაალამაზეს ქალბატონების სამოსი. 153 2-ს მოსწონს
|