x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
წლის გამორჩეული მსახიობი ქალბატონები
ქალბატონებს შორის საუკეთესოს არჩევა ყოველთვის საკმაოდ ძნელია, განსაკუთრებით, როცა საქმე ჰოლივუდელ ლამაზმანებს შეეხება..

მიმდინარე წელმა მნიშვნელოვანი როლები მოუტანა, როგორც გამოცდილ მსახიობებს, ასევე შედარებით ახალბედებს.


მაშ ასე, 2012 წელს მერილ სტრიპი დაგვამახსოვრდა მარგარეტ ტეტჩერის როლში ოსკაროსან ფილში "რკინის ლედი". მიღებული ჯილდოების და გამოხმაურების რაოდენობამ დიდი ხანია დაამტკიცა, რომ მერილ სტრიპი ერთ-ერთი საუკეთესო მსახიობია, რომელიც შესანიშნავად ირგებს როგორც დრამატულ, ასევე კომედიურ ამპლუას.


image




image

კრისტენ სტიურტმა დაასრულა მუშაობა ვამპირულ საგაზე "ბინდი", ბელას როლის გარდა მან ითამაშა ფილმში "გზაზე" და "ფიფქია და მონადირე", რითაც გამოვიდა"ბინდში" შექმნილი ბელას იერსახიდან.


წლის აღმოჩენა გახლდათ ამერიკელი მსახიობი რუნი მარა, რომელმაც ყურადღება მიიპყრო ფილმში "გოგონა დრაკონის სვირინგით" შესრულებული როლისთვის, რისთვისაც ის "ოქროს გლობუსის" და "ოსკარის" ნომინანტი გახდა.


გაიზარდა ახალგაზრდა მსახიობი ბლეიკლ ლაივლიც, რომელიც სახელგანთქმული სერიალში "ჭორიკანა" მონაწილეობის შემდეგ გახდა. მან მთავარი როლი ითამაშა კრიმინალურ ტრილერში "განსაკუთრებით საშიში", ასვე ბლეიკი ტაბლოიდების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა რაიან რეინოლდსთან რომანის გამოც.



image

წელს საკუთარი პოზიციები გაამყარა დიდი შესაძლებლობის მქონე მსახიობმა ჯენიფერ ლოურენსმა, რომელმაც დაამტკიცა, რომ ფილმში "შიმშილის თამაშები" კიტნის ევერდინის როლისთვის მიღებული ოსკარის ნომინაცია შემთხვევითი არ იყო.


ახალ ამპლუაში აღმოჩნდა ემა სტოუნი, რომელმაც ახალ ფილმში "ადამიანი-ობობა" გვენ სტეისის როლს ახალი სიცოცხლე და მნიშვნელობა შესძინა. ემა სტოუნი ფილმში " მსუბუქი ყოფაქცევის ფრიადოსანი" ოქროს გლობუსის ნომინანტი გახდა.


შარლიზ ტერონის შესრულებულმა როლებმა რიდლი სკოტის "პრომეთეში" და რუპერტ სანდერსის "ფიფქია და მონადირეში" აჩვენა, რომ ის უდავოდ ნიჭიერი მსახიობია.


დიანა კრიუგერის შესრულებული მარია-ანტუანეტას როლი მეტად სამახსოვრო აღმოჩნდა. დიანა თანამედროვე კინემატოგრაფის ერთ-ერთი წარმატებული, თავბრუდამხვევი და მიზანსწრაფული ქალბატონია-ძლიერი ხასიათით, სილამაზით და ნიჭით.

image


0
53
1-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
53
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0