გუშინ, 27 დეკემბერს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, საპასპორტო კონტროლის გავლის დროს, აჭარის საპატრულო პოლიციის
დეპარტამენტის თანამშრომელებმა ე.წ. „კანონიერი ქურდი", 1973 წელს დაბადებული კახაბერ ო., მეტსახელად „კახაბერ ტფილისკი" დააკავეს. ძებნილი საქართველოში მოსკოვი-ბათუმის რეისით ჩამოვიდა.კახაბერ ო. სამართალდამცველების
მიერ 1998 წლიდან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (ძველი რედაქციის) 104-ე მუხლის (განზრახ მკვლელობა) მე-7 პუნქტით და 152-ე (ყაჩაღობა) მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი, მე-4, მე-5 პუნქტებით იძებნებოდა.
კახაბერ ო. პასუხისმგებლობაში 1998 წელს დაუსწრებლად მიეცა. ის წლების განმავლობაში მიმალვაში იმყოფებოდა და არსებული ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობდა.
მასალა მომზადებულია Police.ge-ს ინფორმაციაზე დაყრდნობით.