კულტურა კერძო დეტექტივი ამტკიცებს, რომ ჰიუსტონი მოკლეს 2012, 27 დეკემბერი, 23:54 როგორც აქამდე ვიცოდით, გამოჩენილი მომღერალი უიტნი ჰიუსტონი ამ წლის თებერვალში ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზით გარდაიცვალა. კერძო დეტექტივი პოლ ჰიუბლი ამტკიცებს, რომ მომღერალი მოკლეს. ამ დასკვნამდე კი პოპ-მომღერლის გარდაცვალების საქმის გამოძიებამ მიიყვანა. როგორც მან გამოარკვია, უიტნის ნარკოდილერების ვალი ჰქონდა და სწორედ ამიტომაც გაუსწორდნენ. საქმე ეხება 1, 5 მილიონს. ეს სწორედ ის თანხაა, რაც ჰიუსტონმა ბოლო დროს დახარჯა ნარკოტიკებზე. დეტექტივი აცხადებს, რომ ნარკომაფიამ გააგზავნა მკვლელი ამ ფულის მისაღებად, მაგრამ რომ ვერ მიიღო, მოკლა მომღერალი.
დეტექტივი ამ დასკვნამდე მას შემდეგ მივიდა, რაც დააკვირდა სასტუმრო "ბევერლი ჰილზის" ვიდეო ჩანაწერებს(აქ იპოვეს უიტნი გარდაცვლილი). ასევე ჩანს ორი უცნობი მამაკაცი, რომლებიც შევიდნენ მასთან ნომერში.
დეტექტივი ასევე ამტკიცებს, რომ სიკვდილის წინ ის ვიღაცას ეჩხუბებოდა, რაზეც მეტყველებს სხეულზე აღმოჩენილი ტრამვები და არეული ოთახი. გარდა ამისა, უცნობმა თუ უცნობებმა გაძარცვეს ოთახი, საიდანაც დაკარგულია პირადი ნივთები.
ჰიუბლმა თავისი მოპოვებული მასალები გამოძიების ფედერალურ ბიუროს გადასცა.
ჰიუბლი არის პოლიციის ყოფილი ოფიცერი. ის დაიქირავა ადამიანმა, რომელსაც არ სჯეროდა გარდაცვალების ოფიციალური ვერსია. ჰიუბლი მის ვინაობას არ ასახელებს. ოფიციალური ვერსიით საქმე, რომელიც აპრილში დახურეს, არ წარმოადგენდა კრიმინალს. მომღერლის სიკვდილი გამოიწვია კოკაინის და ცხელი წყლის ერთობლივმა მოქმედებამ. საინტერესოა, დაიწყება თუ არა გამოძიება ახლიდან. 54 2-ს მოსწონს
|