x
"ბარსელონას" მთავარ მწვრთნელს, ტიტო ვილანოვას ძალიან თბილი ურთიერთობა აქვს გუნდის მოთამაშეებთან, იტყობინება ესპანური პრესა.

შეგახსენებთ, რომ ტიტო ვილანოვას 1 კვირის წინ ოპერაცია ჩაუტარდა. ამჟამად ესპანელი სპეციალისტი სახლში იმყოფება და აგრძელებს აღდგენით კურსს, თუმცა ის გუნდში არსებულ ვითარებაზე სრულადაა ინფორმირებული.



რაც შეეხებათ ფეხბურთელებს, "ვალიადოლიდთან" შეხვედრის წინ ისინი აცხადებდნენ, რომ აუცილებლად უნდა მოეპოვებინათ გამარჯვება და ის ტიტოსთის მიეძღვნათ. კატალონიელმა მოთამაშეებმა შეძლეს დანაპირების ასრულება, ხოლო ვილანოვამ ჟორდი როურას თხოვა ფეხბურთელებისთვის გადაეცა, რომ ისინი კარგი ბიჭები არიან.

1
12
1-ს მოსწონს
ავტორი:ლუკა ჩიგოგიძე
ლუკა ჩიგოგიძე
12
  
2012, 31 დეკემბერი, 0:36
აუ ლუკა ფული გამოიტანე რა უკვე ახალი წელი მოდის :***
0 1 1