კინო ''S I N I S T E R'' - თუ ერთხელ ნახე, ვეღარაფერი გადაგარჩენს 2012, 27 დეკემბერი, 19:58 ![]() ''თუ ერთხელ დაინახავ, ვეღარაფერი გადაგარჩენს'' - გვაფრთხილებს წარწერა პოსტერზე. სკოტ დერიქსონის 2012 წელს გადაღებული საშინელებათა ფილმი მართლაც ერთ-ერთი საუკეთესოა თავის ჟანრში ბოლო დროის გადაღებულ ფილმებს შორის. სიუჟეტი ერთ მიყრუებულ სოფელში ვითარდება, სადაც დეტექტივების მწერალი ოჯახთან ერთად გადადის საცხოვრებლად სახლში, სადაც სულ ცოტა ხნის წინ საზარელი მკვლელობა მოხდა. დახოცეს ოჯახის 3 წევრი, ხოლო პატარა გოგონა უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა. მწერალი ცდილობს დანაშაული პოლიციისგან დამოუკიდებლად გაოიძიოს, რათა ფარდა ახადოს საიდუმლოს და დაწეროს მსოფლიოში საუკეთესო წიგნი. უჩვეულო მოვლენები, რომლებიც სახლში ხდება შიშსა და ეჭვებს გვრის მწერალს, ბოლოს იგი გადაწყვეტს სასწრაფოდ გაეცალოს სახლს ოჯახთან ერთად, მოახერხებს კი იგი თავის დაღწევას საიდუმლოსგან, რომელსაც ეძებდა? ![]() 49 6-ს მოსწონს
|