x
image
tekoo
ადამიანი ცხოვრებაში

image

სადღეგრძელო
ალიაქოთი და შფოთი, ცხოვრების ადამიანური ჩვეული ტემპია. კომპოზიტორი არავინაა, კომპოზიტორი ადამიანია. ყველა ინტელიგენტი ვერ იქნება, ზოგიერთი რეციდივისტია. ცხოვრება სრული ზეიმია, ცხოვრება ხშირად ხალისია. ვიღაც ლაპარაკობს ამ ცხოვრებაზე და ამბობს: რა დრო დაგვიდგა, ჩემს ახალგაზრდობაში ახალგაზრდობა ზრდილობის ეტალონი იყო. ზოგიერთი ადღეგრძელებს სიკეთეს და დალევის დროს ღვინო მუხლებზე ეწუწება, ალბათ გულწრფელი არაა ის ადამიანი.
ყველა გონიერია, ყველა ნიჭიერია, ყველა ყველას ჭკუას ასწავლის, მაგრამ სინამდვილეში ტვინი არც ერთ მათგანს აღარ აქვს, რადგან უმეტესობა ამ დროს ნასვამ მდგომარეობაში იმყოფება. ვინ არის ჭეშმარიტად ნიჭიერი? თანამედროვე ეპოქის კლასიკური გაგებით ნიჭიერი ისაა ვისაც ყველაზე მეტი დიპლომი აქვს, ყველაზე მაგარი სამსახური და ყველაზე მაღალი ხელფასი აქვს. ვიღაც იტყვის, რომ მართლაც ყველაზე ნიჭიერი ასეთი ადამიანია თუმცა ცხოვრებას, რომ ჩავუყვეთ და უფრო მაღალ იდეალებს ვეთამაშოთ, ყველაზე დიდი ნიჭი ცხოვრების დიპლომი და ღმერთის მიერ ნაბოძები სამსახურია, რომლის წყალობითაც ვემსახურებით სამშობლოს. სანამ ცხოვრების დიპლომს უფალი მოგვანიჭებდეს მანამ ანგელოზებმა სიცოცხლის ატესტატი უნდა გვიბოძონ. ჰანგების რითმში მაგრები ამ დროც ცეკვავენ და ატესტატის წყალობით ცხოვრების უმაღლეს სასწავლებელში ვაბარებთ სადას საქართველოს, ლამაზს ვუმღერით. უკვე ყველამ დალია საქართველოს სადღეგრძელო, მაგრამ სიყვარულის სადღეგრძელო ჯერ არავის უთქვამს. ხომ გიყვარს სამშობლო? სამშობლოსაც ხომ უყვარხარ შენ, ესე იგი ყველას ყველა გვიყვარს.
ეს უბანიც დაინგრევა, მერე რა, რომ ცხოვრებას დაეცემა, რას დააკლებს ცხოვრებას ნანგრევები. მერე ახალი აშენდება. “პაპიროსის“ კვამლში ავტომატებიც ისვრიან, გიჟებმა დატოვეს სახლები. უყვართ და რა ქნან. სადღეგრძელოში ამბობენ : „ამ უბანში თქვენს შემოსვლას გაუმარჯოსო, დაგილოცავთ ოჯახებში პატარებსო, ღმერთმა სიყვარული მოგცეთ, გემრიელობაში და ადამიანობაშიო“. ყველაფერი ფლიდია და დიდია რწმენა, მაგრამ უატესტატო ადამიანები ამ ცხოვრების სუფრაზე ვერ ხვდებიან, მათ არავინ აწოდებს ჭიქას და შესაბამისად არც სადღეგრძელოებს ამბობენ. მაგრამ ბევრად კარგად იციან დღეგრძელობა და ადათი. კომპოზიტორი ქმნის ჰანგებს, ჰანგები ქმნის ადამიანებს. იქნებ ყვალამ ჩვენი საქმე ვაკეთოთ? იქნებ გვახსოვდეს ძველი, პატივი ვცეთ აწმყოს და ვადღეგრძელოთ მომავალი, არა ჭიქით არამედ საქმით... ღვინის დალევას ყოველთვის მოვასწრებთ.

0
28
4-ს მოსწონს
ავტორი:tekoo
tekoo
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0