x
კრიმინალები თუ ავადმყოფები?

imageროგორ შეიძლება ნარკოტიკების მომხმარებელი და სერიული მკვლელი ერთნაირ სასჯელს იხდიდეს? უნდა იყოს თუ არა ნარკოტიკების მომხმარებელი დეკრიმინალიზებული? ეს კითხვა საზოგადოებაში ხშირად ჩნდება. მე ვფიქრობ, რომ უნდა იყოს დეკრიმინალიზებული. ეს არ ნიშნავს მის ლეგალიზაციას, როგორც არის ჰოლანდიაში. უბრალოდ ნარკოტიკების მომხმარებელს არ უნდა ჰქონდეს სტატუსი კრიმინალის და ამ სტატუსმა არ უნდა შეუშალოს ხელი ცხოვრებაში. უნდა იყოს ადმინისტრაციული ჯარიმა, რომელიც მოხმარდება მის განკურნებას. უნდა შეიქმნეს ცენტრები სადაც მოხდება ასეთი მოქალაქეების განკურნება. ჩვენ მათი ციხეში ჩასმით ვერ მოვაგვარებთ ამ პრობლემას. უმჯობესია, რომ მათ გავუწიოთ მკურნალობა და უფრო უკეთეს შედეგს მივიღებთ. ასე დაჭერით და მათი კრიმინალებად გამოცხადებით ჩვენ მათ მოვწყვიტავთ საზოგადოებას და საბოლოოდ გავწირავთ სასიკვდილოდ.

იგივე შეიძლება ითქვას კანაფზე. როგორც კანაფის მოხმარებაზეა ადმინისტრაციული ჯარიმა ანალოგიურად უნდა იყოს ნარკოტიკებზე. მაგრამ მე მიკვირს თუ სიგარეტი დასაშვებია და ვნებს ორგანიზმს, ხოლო როცა იურისტებს კითხვას ვუსვამ რატომ არის კანაფი აკრძალულითქო მეუბნება: შენ ორგანიზმს აფუჭებ და სხვასაც აფუჭებო. ეს არის რეალური თეზა? არა. სიგარეტში იშოვება მილიონობით ლარი ხოლო კანაფის დამზადება და მიღება ყველას შეუძლია. თუ ჩვენ ორგანიზმზე ზრუნავენ სიგარეტის ხო აფუჭებს ფილტვებს? თუ ჩემ ორგანიზმზე ზრუნავენ, რატომ იყიდება მაღაზიებში გაფუჭებული და უვარგისი საქონელი? პასუხი მარტივია. სიგარაში იშოვება მილიონები. თუ უნდა აიკრძალოს უნდა აიკრძალოს სიგარის საზოგადოებაში მიღება, თუ არადა ორივე დასაშვები უნდა იყოს, ოღონდ არა საზოგადოებაში მიღებისა.

2
95
3-ს მოსწონს
ავტორი:გარინჩაა
გარინჩაა
95
  
2012, 27 დეკემბერი, 13:56
ლეგალიზებას არც ვითხოვ..კარგად დაუკვირდი რას ვითხოვ; )
2012, 27 დეკემბერი, 13:19
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2