x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
მოდის და ხელოვნების ვალსი ვენაში ავტორი სოფიკო დიასამიძე
ვენის მოდის კლუბი 1888 წელს ჩამოყალიბდა. გუსტავ კლიმტის, კოლომან მოზერის და იოზეფ ჰოფმანის შემადგენლობით. კლუბი კორსეტის გაუქმებას ქადაგნებდა. კორსეტისგან გათავისუფლების აკვიატებული იდეით იყო შეპყრობილი არამარტო ავსტრია, არამედ მთელი დასავლეთ ევროპაც. სამედიცინო თვალსაზრისით მავნე სამოსის რეფორმის ნაყოფია „რეფორმის კაბაც“. ემილი ფლოგე, გუსავ კლიმქტის ცხოვრემბის თანამგზავრი (ფოტო 1) თავისი თანამედროვეებისგან უარყოფილ „ტომარაში„ გამოწყობილი იმზირება ფოტოდან. თუმცა ვერც მისმა imageლიტურგიულ კოსტუმის მსგავს მორთულობებმა იხსნა ფეშენ–სამყარო მოდის დიქტატურის მარწუხებისგან. მოგვიანებით სიურეალისტები, დადაისტები და ექსპრესიონისტებიც ჩაერთენ მოდის ისტორიის პოლემიკაში. ვენის მუზეუმის კვარტალი museums quartier wien დეტალურად აშუქებს მოდის და ხელოვნების ამ დიალოგს. მოდისკვირეულიც „summer of fashion„ ის ფარგლებში ორგანიზირებული ფინალი გახლდათ. ვენის მოდის კვირეულში დაახლოებით სამოცი დიზაინერი მონაწილეობდა აქ ახალგაზრდა დიზაინერების წარმოჩენა–პოპულარიზაციაემსახურება მეტწილად ღონისძიებები. პირველ რიგში ავსტრიის, შემდგომ ევროპის მასშტაბით. 2011 წელს, ქართველი დიზაინერი – გიორგი ბეჟანიშვილიც იყო წარდგენილი, ერთობ წარმატებით. ის BMKK ვენის კულტურის და განათლების სამინისტროს მიერ ფულადი პრემიით დაჯილდოვდა. წლევანდელ კვირეულზე კი ინტერესს იწვევს ბრენდების: Tiberius (ფოტო2) და Callisti –ს (ფოტო3) მრავლისმთქმელი მომავალი.

image
ტიბერიუსის კოლექციაში ტყავის და შიფონის მსუბუქი ტექსტილი ერწყმოდა ერთმანეთს. სილუეტები ქალური და გრაციოზული გახლდათ. კოლექციაში დომინირებდათეთრი, ყვითელი და შავი. image

კალისტის შოუს დიდ ოვაციები მოყვა. მიუხედავად პროვოკაციული აქსესუარების და სადო-მაზოხისტური სულისკვეთებით გამსჭვალული აუტფიტებისა.

image


დამწყები დიზაინერი, Markus Spatzier ბრენდ Herzblut ის დამფუძნებელია. კოლექციის დიდი ნაწილი დიზაინერის მიერ იყო შეკერილი, რათა პროდუქციის სახსრები მას არ გააჩნია, როგორც თავად გამანდო. მიუხედავად ამ ფაქტისა ესა თუ ის ნივთი არც ისე მოკრძალებულ ფასად, სადგაც 500 ევროდ იყო შეფასებული: ბროლით მოჭედილი სამხრე, ეპოლეტადაც წოდებული, ან თუნდაც ზემოთჩვენებული ნიღაბი. (ფოტო 4)

კვირეული არამარტო შოუებს, არამედ კოლეკციების გამოფენა გაყიდვასაც მოიცავდა. დიზაინერებთან უშუალო კონტაქტი და სამოსის მოზომება-ყიდვა ან უბრალოდ ინფორმაციის გაცვლაც სასიამოვნო პროცედურა იყო. დიზაინერ ანდი ვოლფმა სათვალეების კოლეკცია წარადგინა. Lady gaga მისი შემოქმედების თაყვანისმცემელი გახლავს. Katharina Plattner, ბრენდის მთავარი დიზაინერი აღნიშნავს სიამაყით. წარმოებულ აქსესუარის მოდელის ამოწურვის შემთხვევაში მოდელებს ვოლფი არ იმეორებს. და ხაზგასმით ამბობს რომ „ყოველი მოდელი სამას ცალს არ აღემატება!

image

lady gaga andy wolf ის სათვალეებში

ორგანიზატორები: Zigi Mueller, Maria Oberfrank da Elvira Geyer გახლდათ. ამ უკანასკნელთან ექსკლუზიური ინტერვიუთ დავასრულებ მიმოხილვას.

image

ელვირა გაიერ

ქალბატონო ელვირა, როგორ გაჩნდა იდეა მოდის კვირეულის შესახაბ ვენაში და რა სირთულეები მოყვა ჩანაფიქრის განხორციელებას?

– იდეა ავსტრიაში მოდის ღონისძიებების ნაკლებობიდან გამომდინარე წარმოიშვა, განხორციელების შემთხვევაში არჩევანი ან დიდ ან პატარა ივენტს შორის იყო. კვირეულიც სწორედ ამ განზრახვით განხორციელდა. პირველი ფასჰიონწეეკ სადგაც ორი ცლის მანძილზე იგეგმებოდა. თეკნიკური და ორგანიზატორული სირთულეები განუყრელი თანამგზავრია ყოველი სეზონის.

როგორ არის გადანაწილებული კოლეგებზე საქმიანობა?

– ზიგი მიულერი ადგილზე წარმოქნმილ პრობლემებზეა პასუხისმგებელი, მარია ობერფრანკს დიზაინერებთან უშუალო კონტაკტი, სპონსორების მოზიდვა და მათთან კოორდინაცია ევალება.

რა როლს თამაშობს მუზეუმის კვარტალი მოდის კვირეულში.

– მუზეუმის კვრარტალი თავის ადგილმდებარეობით და დინამიკით საინტერეოა კვირეულისთვის. მუზეუმის დირექცია ორგანიზაციის ყველა ფაზაში გვერდით გვედგა. რამდენად მნიშვნელოვანი პენომენია მოდა ავსტრიელი მოსახლეობისთვის? – მოდის როლი ზოგადად გაიზარდა მთელს მსოფლიოში. არსებობს ავსტრიული მოდის დიდი თაყვანისმცემელთა წრე, რომელის ინტერესით ადევნებს თვალყურს აქაური მოდის განვითარებას.

რომელი დიზაინერი გახლავთ თქვენი ფავორიტი?

– Aნელია Pესცჰევ, Mიცჰელ Mაყერ, Pიტოურ და ღ! ბყ ღაპჰაელა Gრუნდნიგგ. შაერთაშორისო მაშტაბით კი Aრტისტა და შმარანდა Aლმასან. რითი გამოირჩევა ავსტრიის ფეშენვიკი სხვა კვეკნების ფეშენვიკებისაგან და სამომავლო პერსპეკტივებს გეგმვთ? – მსოფლიოში წლიურად დაახლოებით 350 მოდისკვირეული ტარდება. ზოგი მცირე, ზოგი ფართო მაშტაბით. ყოველ შემთხვევაში ყველა მათგანს გააჩნია მომხმარებელი. ისევე როგორც ვენის კვირეულსაც. ვენის მოდის კვირეულის არსებობიდან, გაიზარდა ინტერესი ავსტრიული მოდის მიმართ. Mმომავლის დიდი ნაწილი ფინანსურ მხარეზეა დამოკიდებული.

მადლობას გიხდით და გისურვებთ სამომავლოდ დიდ წარმატებებს

0
49
3-ს მოსწონს
ავტორი:Fashiondictum
Fashiondictum
49
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0