ამ დაავადებამ სახელი მიიღო ინგლისელი ექიმისგან ჯონ ლ. დაუნისგან, რომელმაც 1866 პირველმა ზუსტად აღწერა ეს სინდრომი.1959 წელს ფრანგმა გენეტიკოსმა ჟერომ ლეჟენმა დაადგინა, რომ დაუნის სინდრომით დაავადებული ბავშვები იბადებიან დამატებითი ქრომოსომით, 46-ის ნაცვლად 47-ით.მოგვიანებით მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ეს დამატებითი ქრომოსომა 21-ე ქრომოსომის ასლი იყო.
![რა არის დაუნის სინდრომი? image](/uploads/article_images/small/153921356533581.jpg)
მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის გენეტიკური პათოლოგია.მსოფლიოში 800-1000 ბავშვიდან ერთი დაუნის სინდრომით იბადება.ასეთ ბავშვებს ათვისების განსხვავებული დონე აქვთ და აღენიშნებათ მეტყველებისა და კოორდინაციის დარღვევის სხვადასხვა ხარისხი იოლიდან მწვავე ფორმამდე.მათ აგრეთვე ახასიათებთ გონებრივი ჩამორჩენილობა და სრულფასოვნად უჭირთ სხვებთან ურთიერთობა.
ამ გენეტიკური პათოლოგიის თავიდან დაღწევა შეუძლებელია ორსულობამდე თუ ორსულობის პერიოდში.სინდრომის განვითარებაში ბრალი არავის მიუძღვის.მაგრამ ეს მშობლებისთვის ძალიან დიდი დარტყმაა.
![რა არის დაუნის სინდრომი? image](/uploads/article_images/small/153921356533597.jpg)
მე ჯერ აღარ დავწერ აქ მეტ ინფორმაციას დაუნის სინდრომის შესახებ და თუ ვინმეს აინტერესებს ამის შესახებ დამატებით ინფორმაცია შემიძლია დავდო კიდევ სტატიები.