ყველასათვის ცნობილი და პოპულარული პოპ ვარკსლავი ლედი გაგა ავადაა, ამერიკელი ჟურნალისტი იან გალპერინი, რომელიც ერთი წლის განმავლობაში პოპ ვარსკვლავ ლედი გაგას ცხოვრებას აკვირდებოდა, სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს: ლედი გაგა უკურნებელ ავადმყოფობას მალავს.
ადამიანები, რომლებიც ლედი გაგასთან გასტროლების დროს მუშაობდნენ, ყვებიან რომ ლედი გაგა კვირეების განმავლობაში პრაქტიკულად არაფერს ჭამს, რათა თავისი ორიგინალური კოსტუმები მოირგოს. ის უკურნებელი სენით არის ავად და საკუთარი წონით შეპყრობილია. ლედი გაგა საათობით სარკესთან დგას, საკუთარ სხეულს აკვირდება და კრიტიკული თვალით უყურებს. ეს არაჯანსაღი მანიაა. გარდა ამისა, იანის თქმით, უჩვეულო პარიკებითა და მკვეთრი მაკიაჟით გაგა სნეულების შედეგების დაფარვას ცდილობს: ამ სენის გამო მას თმა სცვივა და სხეულზე წითელი ლაქები უჩნდება.
ეს დიდი დარტყმა იყო ლედი გაგას ფანებისათვის .