x
image
აბრაგი
ანეკდოტები ნაწ.14
imageგურულმა ტყუპი ნახა და მშობელს გაკვირვებული ეკიტხება:
–აგია იგი თუ იგია აგი?




ქუთაისელი როლანდია უფროსთან ერთად მგზავრობს მანქანით და გამუდმებით სიგარეტს ეწევა. უფროსმა ვეგარ მოითმინა:
- რამდენს ეწევი, ბიჯო, როლანდია..
– არ ვყლაპავ ბოლს, ვარდენიჩ.
– აბა, მე მაყლაპიებ, შე ვირიშვილო?!




ფანჯრის რაფაზე ქალია ჩამოკიდებული, მიხო კი თითებზე ჩაქუჩს ურტყავს, დაბლა რომ ჩააგდოს. ამ ყველაფერს შაქრომ მოჰკრა თვალი და მიხოს ასძახა:
– რას სჩადიხარ, მიხო, ასეთი რა დაგიშავა მაგ ქალმა?
– ქალი კი არა, ჩემი სიდედრია
– მართლა?! ნახე ეს შობელძაღლი კატასავით რო ებღაუჭება ფანჯრის რაფასა!




სვანი სიცრუის დეტექტორზე უნდა შეამოწმონ. უხსნიან:
– გისვამთ კითხვას, თქვენ პასუხობთ, თუ სიმართლეს ამბობთ მწვანე ნათურა აინთება თუ ტყუილს წითელი. გასაგებია?
– გასაგებია_ამბობს სვანი და მაშინვე წითელი ნათურა ინთება.






მიხო სამსახურიდან დაღლილი მოვიდა… ერთი-ორი ჭიქის გადაკვრა მოუნდა, მივიდა მაცივართან, გამოაღო, მარა უცბად მარო ეცა:
-აპაპა, მაგაზე არც იფიქრო, ეგ ღვინო ახალ წლამდე არ იქნება…მიხო გაცოფდა, შარვალი ჩაიხადა და უთხრა მაროს:
-კაი, მაშინ არც ეს იქნება 8 მარტამდე

0
25
2-ს მოსწონს
ავტორი:აბრაგი
აბრაგი
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0