x
მეტი
  • 29.09.2024
  • სტატია:137321
  • ვიდეო:351965
  • სურათი:511305
ვარსკვლავური შობა 2012
მაშინ როცა ჩვენ ჯერ კიდევ წინასაახალწლო და საშობაო სამზადისსა და მოლოდინში ვართ, ჰოლივუდის ვარსკვლავები უკვე შეხვდნენ შობას და ტკბებიან საშობაო არდადეგებით.

ვარსკვლავების უმრავლესობამ დღესასწაული ოჯახურ წრეში გაატარა, თუმცა შოუ-ბიზნესის და მოდის სამყაროს ზოგიერთი წარმომადგენელმა უარი თქვა სახლში ჯდომაზე.

მათ საშობაო არდადეგები აქტიურ სპორტულ გართობას დაუთმეს და ამერიკულ სათხილამურო კურორტს ასპენას მიაშურეს.

ბარ რაფაელი დასვენების დღეებს მეგობართან ერთად სნოუბორდზე სრიალში ატარებს, ხოლო რიანა და კრის ბრაუნი კი შესანიშნავად ერთობიან გუნდ Lakers-ის საკალათბურთო მატჩზე.


image
ჰარისონ ფორდი, ბელარ ტორნი, მელისა ჰილბერტი კი საქველმოქმედო აქციაში ჩაერთვნენ და უსახლკაროებს აპურებდნენ.
ინგლისის ჰერცოგი და ჰერცოგინია უილიამი და ქეითი ღვთისმსახურებას ესწრებოდნენ ბერკშირში.

image

image

ბარ რაფაელი


image

გოლდი ჰოუნი და კურტ რასელი


image

კრისტინა აგილერა


image

მერაია კერი


ჰიუ ჯეკმანი სადღესასწაულო საოჯახო მზადებაში იყო ჩართული და შვილებთან ერთად ნაძვის ხეების ბაზრობას ეწვია. კრისტინა აგილერა და მისი მეგობარი ბიჭი, გოლდი ჰოუნი და კურტ რასელი, მერაია ქერი ასპენაში სუფთა ჰაერზე დასეირნობენ.

image

ჰიუ ჯეკმანი


როგორც ჩანს ვარსკვლავები მშვენივრად ატარებენ გამოსასვლელ დღეებს.

0
142
2-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
142
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0