x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
როგორ მივხვდეთ,რომ ბიჭს მოვწონვართ? (გოგოებისთვის)
როდესაც ბიჭს გოგო მოსწონს, ის ცდილობს მეტი ელაპარაკოს მას, უკეთესად იქცევა.როდესაც გოგონა მათ საქციელს ხედავს, ყველაფერზე ეთანხმება.ყოველთვის უყურებს, როდესაც გოგო იცინის ან იღიმის, ცდილობს მეტი ინფორმაცია მოიძიოს მისი მეგობრების საშუალებით.

ყურადღება მიაქციეთ მის მოძრაობებს

image

თუ ბიჭს მოსწონხარ, აუცილებლად შეამჩნევ, რომ ის შენკენ იხრება და ცდილობს სულ შენ გვერდით იყოს, სურს გაგაოცოს რამეთი და გეუბნება ფრაზას:"შეხედე რას ვაკეთებ".ყოველთვის ცდილობს შენთან ახლოს იყოს, გვერდით მოგიჯდეს ან დაგიდგეს.თუ შენც მოგწონს ის და მასაც მოსწონხარ, მაშინ არცერთი არ გადადგამთ ნაბიჯს უკან.


ყოველთვის შეეცდება ხელი გადაგხვიოს, ისე რომ შეიძლება შენ ვერც შეამჩნიო.ყოველ შეხვედრის დროს გადაგკოცნით აუცილებლად.

ბიჭების უმრავლესობა ნერვიულობს, როცა ის საყვარელ ადამიანს ესაუბრება, სიტყვებს ვერ პოულობს, ხელებს უცნაურად ათამაშებს.თუ შეამჩნევს, რომ მიხვდი, რომ შენ გიყურებდა, შეიძლება მზერა აგარიდოს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ზედმეტად ნერვიულია.თუ ბიჭს უყვარხარ, ის აუცილებლად გაანდობს ამ გრძნობას მეგობრებს.დააკვირდით, ხომ არ იჩენენ მისი მეგობრები შენდამი ინტერესს, ხომ არ დაგყვებიან აქეთ-იქით?ბევრს გესაუბრებიან მასზე.ძალიან კარგი თუ გეყოლებათ საერთო მეგობარი, ისეთი რომელზეც ბიჭს არ ეცოდინება რომ თქვენთან დააახლოებული პიროვნებაა.მეგობრის საშუალებით შეგიძლია გაიგო, თუ როგორი გოგოები იზიდავს მას, ან მოსწონს თუ ვინმე.ყოველთვის მიეცით საშუალება თქვენთან ურთიერთობის, არასდროს აარიდოთ თავი.


დააკვირდით საუბრისას რამდენად ხშირად იყენებს თქვენს სახელს

ფსიქოლოგებმა დაამტკიცეს, რომ ადამიანი სხვის ყურადღების მიქცევისას მისი სახელის წარმოთქმას ცდილობს.თუ ის ყოველ წინადადებას თქვენი სახელით იწყებს, ეს იმას ნიშნავს რომ ის თქვენზე ბევრს ფიქრობს და თქვენთან საუბარი სიამოვნებს, თანაც ცდილობს თქვენი ყურადღება მიიპყროს.როდესაც მას ელაპარაკებით და მას რაიმე კითხვის დასმა სურს, ყოველთვის არის შესაძლებელი ამის საშუალება ვერ მიეცეს, რადგან ახლად მოსულმა მოსაუბრემ სხვა თემაზე გადაიტანოს საუბარი.დააკვირდით დაავიწყდება თუ არა მას ეს კითხვა?თუ მოგვიანებით ისევ მიუბრუნდება მას?დავაკვირდეთ მის თვალებს, თუ მოსწონხარ, ბიჭი შეეცდება დაიჭიროს შენი მზერა, არ გაუშვას იგი და დიდხანს გიყუროს თვალებში

0
6065
6-ს მოსწონს
ავტორი:IsSxva
IsSxva
6065
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0