სხვა გადაშენების წინაშე მყოფი საოცარი სახეობის ირემი 2012, 26 დეკემბერი, 10:02 უამრავი სახეობის ცხოველი თუ ფრინველი დგას გადაშენების პირას, რომელსაც ხელს უწობს როგორც ადამიანი ასევე ბუნება და მისი მკაცრი კანონები რაც დიდი დანაკლისია მშვენიერი და თვალწარმტაცი ბუნებისთვის. ალერსე-ანდინოს ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ბინადრობენ "პუდუ“ ყველაზე პატარა ირემი."პუდუ" - წითელ წიგნში შეტანილი, გადაშენების წინაშე მყოფი საოცარ ი სახეობის ირემი, რომლის სიმაღლე 30 სანტიმეტრიდან 40 სანტიმეტრამდეა, ხოლო მასით 10 კილოგრამამდე იზრდება. აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ ის განეკუთვნება ირმისებრთა ერთადერთ სახეობას, რომელსაც წაქცეულ ხეებზე შეუძლია ასვლა, მტაცებლისაგან თავდაცვის მიზნით.საფრთხის დროს გამოსცემს სპეციფიკურ ბგერებს, რომელიც ძალიან წააგავს ძაღლის ყეფას.ცოცხლობენ 10 წლამდე და ისინი ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდებიან, რადგან ყველას ერთნაირი ფერები და ზომები აქვთ.პუდუს ასევე შეუძლია დაიცვას ბალანსირება ორივე უკანა ფეხებზე დგომისა, რათა მისწვდეს ხის ფოთლებს საკვებად. 266 4-ს მოსწონს
|