x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
დენიელ კრეიგი-აგენტი 007-წლის ყველაზე მოდური მამაკაცი
დენიელ კრეიგმა ჟურნალ GQ-ს წლის ყველაზე მოდურად ჩაცმულ მამაკაცთა რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა.
ეს არავის გაკვირვებია, ვინაიდან მოდის კრიტიკოსებმა
არაერთხელ აღნიშნეს, რომ მსახიობი ისევე გემოვნებით და დახვეწილად იცვამს, როგორც მისი პერსონაჟი აგენტი 007.
image

თუმცა მოხდენილად ჩაცმის გარდა მსახიობმა ბონდისგან სხვა ვერაფერი ისწავლა: მარტინის ნაცვლად სვამს ლუდს, ხოლო შემთხვევით კავშირებს ცოლ-ქმრულ ერთგულებას ამჯობინებს.

როცა კადრში აგენტი 007 ჩნდება მისკენ მიპყრობილია მამაკაცების, ქალბატონების და კინოოპერატორების მზერა.

ხოლო როცა ოთახში შემოდის დენიელ კრეიგი, მას ვერავინ ამჩნევს.



კრეიგს უყვარს ჩრდილში დარჩენა. თუ ქორწილია, ის საიდუმლო უნდა იყოს, (გასულ წელს ის მალულად დაქორწინდა მსახიობ რეიჩელ ვაისზე, ცერემონიას მხოლოდ ოთხი ადამიანი ესწრებოდა), გასეირნებასაც ინკოგნიტოდ ამჯობინებს (როცა გამვლელები ეკითხებიან დენიელ კრეიგი ხომ არ არის, მას ყრუ-მუნჯად მოაქვს თავი).

საჯაროდ კი მხოლოდ პრემიერებზე გამოდის. დენიელმა გამონაკლისი ლონდონის ოლიმპიადაზე გააკეთა, როცა მსახიობმა დედოფალი ელისაბედი მიაცილა ცერემონიაზე.

image

ბონდის მორიგი სერიის პრემიერის შემდეგ დენიელ კრეიგმა ნავსი გატეხა და ინტერვიუ მისცა ჟურნალისტებს.


-რატომ არ წყალობთ ჟურნალისტებს? რატომ თანხმდებით ასე იშვიათად ინტერვიუზე?

-პირიქით, სავსებით ნორმალური ურთიერთობა მაქვს ჟურნალისტებთან და მათ პროფესიას პატივს ვცემ.

მეგობრებს შორის ბევრი ჟურნალისტი მყავს, უბრალოდ ვერ მივეჩვიე ამ ინტერვიუებს, თავს უხერხულად ვგრძნობ.


-რა გიშლით ხელს?

-არ მიყვარს საკუთარ თავზე საუბარი.

-რაიმე საიდუმლო გაქვთ?

-არა, უბრალოდ ჩემი პირადული ცხოვრება-საუბარია ჩემ ახლობლებზე, ისინი არასაჯარო ადამიანები არიან და ასეთებად უნდათ დარჩნენ.


-მაგრამ თქვენი მეუღლე რეიჩელ ვაისი ხომ საკმაოდ ცნობილი მსახიობია?-

დიახ, ჩვენ ძალიან გვიყვარს ერთმანეთი და მეტს აღარ ვისაუბრებ პირადულზე.


- რა გავლენა მოახდინა თქვენ ცხოვრებაზე სპეცაგენტის როლმა?

-სინამდვილეში მე არ შემცვალა, მაგრამ ძალიან იმოქმედა ჩემ ცხოვრებაზე. ბონდის როლის შესრულებამდე ვერავინ მცნობდა. მიყვარდა რამდენიმე პინტი ლუდის გადაკვრა სახლთან ახლოს პაბში.

ახლა კი როგორც კი საზოგადოებრივ ადგილას გამოვჩნდები, გარს უამრავი ადამიანი მეხვევა და ყველასთან ფოტოს გადაღება მიწევს.
image
- თქვენ რომ გისმინოთ, კინოვარსკვლავის ცხოვრება მხოლოდ უხერხულობა და დაძაბულობაა. როგორ იხსნით სტრესს?

-ვიკეთებ მასაჟს ან მივემგზავრები მზიან სანაპიროზე ზღვაზე.


-უბრალოდ ნებივრობთ სანაპიროს ქვიშაში?

-თქვენ ფიქრობთ, რომ მუდმივად ვხტები პარაშუტით ან დავფრინავ პარაპლანით. ყველაფერი ეს ბონდის გადაღებისასაც მეყოფა. თავად კი ვამჯობინებ პლიაჟზე ნებივრობას და კარგი წიგნის წაკითხვას. ასევე მიყვარს ფეხბურთი, "ლივერპულს" ვგულშემატკივრობ.


-ძალიან მიკვირს, რომ რეალურ ცხოვრებაში თქვენ საშუალო სტატიკურ მამაკაცი ხართ?

-აბა როგორი უნდა ვიყო?


-ექსტრემალი რა თქმა უნდა და ფიტნესის ფანატი.
-გმადლობთ, მაგრამ სპორტ-დარბაზს იშვიათად ვსტუმრობ, გადაღების წინ კი ექსტრემალურად სწრაფად ვდგები ფორმაში. "სკაიფოლის" გადაღების წინ საჭირო იყო წონის დაკლება და კუნთოვანი მასის გაზრდა 12 კვირაში. ეს ძალიან ჯოჯოხეთური იყო, დავათრევდი შტანგას, დავრბოდი და კრივში ვვარჯიშობდი.


-თქვენ ინტელიგენტი ხართ?

-უბრალოდ მაინტერესებს ხელოვნება. პაბლო პიკასო, ფრენსის ბეკონი, კურტ ვონეგუტი. მაინტერესებს განსხვავებული შემოქმედი ადამიანები.


-ყოველთვის ასეთი სერიოზული ხართ?

-იუმორის გრძნობის გარეშე მსახიობი ვერ გავხდებოდი, ბონდის გადაღების დროსაც კი მუდმივად ვხუმრობთ და ვიცინით,
ეს მარტინის ბრალი არ არის, რადგან გადაღებისას დალევა არ შეიძლება.


-ჯეიმს ბონდის სახელგანთქმული კოქტეილი ნამდვილი არ არის?

-არა, რა თქმა უნდა ნამდვილია, მაგრამ სამუშაო დღის განმავლობაში ზედიზედ სამი ჭიქა მარტინი დაგილევიათ?

image
პირადი დოსიე:

სახელი და გვარი: დენიელ რაფტონ კრეიგი;

ასაკი: 44 წელი;

საცხოვრებელი ადგილი: ლონდონი, დიდი ბრიტანეთი;

ძირითადი ხარჯები: მოგზაურობა;

მავნე ჩვევები: აღარ აქვს, ბონდიანას გადაღებამდე თავგამოდებული მწეველი იყო;

ჰობი: პროფესიონალურად თამაშობს რაგბის.

მთავარი ნაკლი: პათოლოგიური ეჭვიანობა;

კავშირები: ხვდებოდა სიენა მილერს, მეგობრობს ნიკოლ კიდმანთან და კეიტ მოსთან.

ოჯახი: დაქორწინებული იყო მსახიობ ფიონა ლაუდონზე, ჰყავს 20 წლის გოგონა ელა. 2011 წელს დაქორწინდა რეიჩელ ვაისზე. წყვილი ზრდის რეიჩელის 5 წლის ვაჟიშვილს.
გასულ წელს დენიელის მონაწილეობის გამოვიდა ფილმები: "გოგონა დრაკონის სვირინგით", "ტინტინის მოგზაურობა" და ბონდის 23-ე სერია.



0
63
2-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
63
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0