სხვა ჩენინგ ტატუმი მამა გახდება 2012, 24 დეკემბერი, 20:33 ჯენა და მისი მეუღლე ჩენინგ ტატუმი პირველ შვილს ელოდებიან, როდესაც ჯენა დევან ტატუმი "VH1 Divas" კონცერტზე თავისუფალი სტილის კაბაში მივიდა, პრაქტიკულად ყველა დარწმუნებული იყო, რომ მსახიობი ორსულადაა.ცოლ-ქმრის თაყვანისმცემლებისთვის ეს ინფორმაცია სიურპირიზი არ ყოფილა. გასულ თვეს ჩენინგი "People"-თან ინტერვიუში მიანიშნებდა, რომ ის და ჯენა მზად არიან მშობლები გახდნენ. "მე მზად ვარ ამისთვის, ისევე როგორც ის. მე სამი შვილის ყოლას ვისურვებდი". ამბობდა მსახიობი იმავე ჟურნალთან, რომელმაც ცოტა ხნის წინ, იგი ჩვენი დროის ყველაზე სექსუალურ მამაკაცად დაასახელა.ჩენინგი და ჯენა ერთმანეთს 2006 წელს ყველაზე პოპულარულ ფილმის "Step Up"-ის გადაღებებზე შეხვდნენ. 3 წლის შემდეგ კი ქორწილი გაიმართა. ულამაზესი წყვილი დღეს დღეობით ძალიან ბედნიერია. 55 7-ს მოსწონს
|