სხვა მუსიკის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია 2012, 24 დეკემბერი, 16:20 რა იქნებოდა ცხოვრება მუსიკის გარეშე?არანაირი იავნანა, არანაირი რომანტიკული სერენადები და პოპულარული სიმღერები, არანაირი სასიამოვნო სიმფონიები და არც მრავალთათვის შთაგონების წყაროდ ქცეული მელოდიები.უმრავლესობის აზრით, ცხოვრება მუსიკის გარეშე მოსაწყენი და ერთ ფეროვანი იქნებოდა.
მუსიკა მართლაც საოცრად მოქმედებს ადამიანის ემოციებზე.ის გვამშვიდებს, აღფრთოვანებაში მოვყავართ, განწყობას გვიმაღლებს და შთაგონების წყაროდ გვექცევა;ჩვენში უდიდეს აღტაცებას იწვევს და შეიძლება თვალზე ცრემლიც კი მოგვადინოს.
მუსიკას ძალზე დიდი ხნის ისტორია აქვს.არქეოლოგიური აღმოჩენები იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენს წელთაღრიცხვამდე საუკუნეებით ადრე აფრიკის ტომები უკრავდნენ ტამტამებზე, საყვირებზე და ზანზალაკებზე, ჩინელები კი - ტუჩის ჰარმონიკასა და ფლეიტაზე. ეგვიპტელები, ინდოელები, ებრაელები და შუა მდინარეთში მცხოვრებნი ქნარზე უკრავდნენ. ძველ დროში რომ მუსიკით დამტკბარიყავი, ან თავად უნდა შეგძლებოდა რომელიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა ან უშუალოდ მისთვის მოგესმინა ვინც უკრავდა.დღეს კი მუსიკის მოსმენა მილიონებს ღილაკზე თითის დაჭერით ან მაუსზე ერთი დაწკაპუნებით შეუძლია.ნებისმიერი ფორმატით არსებული მუსიკა შეგიძლიათ გადმოტვირთოთ ან ჩაწეროთ და შემდეგ მოუსმინოთ, თუნდაც ჯიბეში ჩადებული მოწყობილობის საშუალებით.2009 წელს შეერთებულ შტატებში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, 8-18 წლამდე მოზარდები დღეში 2 საათზე მეტს უსმენენ მუსიკას და სხვა აუდიოჩანაწერებს. 136 7-ს მოსწონს
|