x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
2012 წლის გამორჩეული ვარსკვლავური ქორწილები
ქორწინება ცხოვრების მთავარი და ლამაზი მოვლენაა.

2012 წელს ჰოლივუდში რამდენიმე ვარსკვლავური წყვილის ქორწილი გაიმართა.


გათხოვდა მომხიბვლელი დრიუ ბერიმორი, მისი რჩეული უილ კოპელმანი გახლავთ. პატარძალს Chanel-ის თეთრი კაბა ემოსა.

დრიუ ბერიმორისთვის ეს მესამე ქორწინებაა, თუმცა პირველ შვილს ის უილისგან ელოდება.


image


ოსკარი-2012 დაჯილდოების შემდეგ, სადაც ნატალი პორტმანი და ბენჯამინ მილეპია ნიშნობის ბეჭდებით ხელდამშვენებული გამოცხადნენ, ჰოლივუდში გაჩნდა ხმები მათი ფარული დაქორწინების შესახებ, თუმცა წყვილი დეკემბერში კალიფორნიაში დაქორწინდა ებრაული ტრადიციების სრული დაცვით.

image


ენ ჰეტევეი გაყვა ადამ შულმანს, წყვილი ოთხი წლის განმავლობაში ხვდებოდა ერთმანეთს. ცერემონია გაიმართა კალიფორნიის სანაპიროზე, მას ასამდე მოწვეული სტუმარი ესწრებოდა.
პატარძლის კაბა კი ენის დიდი ხნის მეგობარმა ვალენტინო გარავანიმ შეკერა.

image


საყვარელ ქალბატონებთან ერთად საკურთხეველთან მივიდნენ
ვარსკვლავი-მამაკაცებიც: მეთიუ მაკკონაჰი დაქორწინდა თავისი შვილების დედაზე კამილა ალვესზე.

image


ჯასტინ ტიმბერლეიკი კი დიდი ხნის მეგობარ გოგონაზე მსახიობ ჯესიკა ბილზე დაქორწინდა.

საპატარძლო Giambattista Valli Haute Couture-ის ვარდისფერ კაბაში იყო გამოწყობილი და მას ტრადიციული ფატა ამშვენებდა.
image

წლის ყველაზე იდუმალი ქორწილი კი ბლეიკ ლაივლის და რაიან რეინოლდსის საიდუმლო დაქორწინება გახლდათ. მსახიობებმა ცერემონიაზე მხოლოდ უახლოესი მეგობრები დაპატიჟეს.

ბლეიკს კი მოდური სახლის Marchesa-ს კაბა ეცვა, რომელიც მხოლოდ ერთ ეგზემპლიარად შეიკერა.

image


Google -ის სტატისტიკის მიხედვით ჯესიკა ბილის და ჯასტინ ტიმბერლეიკის ქორწილმა მომხმარებელთა ყველაზე დიდი დაინტერესება გამოიწვია.

1
670
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:maia
maia
670
  
2013, 11 იანვარი, 14:06
ნინი ბადურაშვილის ქორწილის სურათები სად არის ტო.ან იმის ბალნიანი ქმრის.ირაკლია წარბას,რო გაბუჩქია თავი....
0 1 1