x
image
ლადო_25
შავ-თეთრი იუმორი (ანეკდოტები)
imageკახეთში სათამაშოების მაღაზიაში გასაყიდად გამოტანილ სათამაშო ზებრას ეწერა: “მეზღვაური ვირი”.

-------------------------------------

სვანმა გაზეთში წაიკითხა: “მარტორქა ტონა-ნახევარს იწონისო” და გაიფიქრა: “მარტო რქა ტონა-ნახევარს იწონის და წარმოგიდგენიათ, ტანით რამხელა იქნებაო?!”

-------------------------------------


სვანმა გაზეთში წაიკითხა: “მარტორქა ტონა-ნახევარს იწონისო” და გაიფიქრა: “მარტო რქა ტონა-ნახევარს იწონის და წარმოგიდგენიათ, ტანით რამხელა იქნებაო?!”

-------------------------------------

– ჭიჭიკია რაზე ოცნებობ?
– მონიკა ბელუჩის სიყვარულზე.
– მერე, მაგი ხომ უიღბლო და ცალმხრივი სიყვარული იქნება?
– არაფერია, გოუშვი, დეიტანჯოს.

-------------------------------------

– ხანძრის დროს სიდედრი დამეღუპა.
– მერე ვერ გადაარჩინე!
– ისე ტკბილად ეძინა შემეცოდა გასაღვიძებლად.

-------------------------------------

ქმარი ეჩხუბება ცოლს:
– ქალო, სამი წამი მაინც გაჩუმდი, გევიგო დეიქოქა თუ არა მანქანა!

-------------------------------------

– ხო გემრიელი ხინკალია?
– ხინკალი კი გემრიელია, მაგრამ… კინოში, მე მგონი, პოპკორნს ჭამენ.

-------------------------------------

– მე შენ მიყვარხარ! შენ?
– ხო, მეც მიყვარს ჩემი თავი.

-------------------------------------

თუ გინდა სვანმა არ შეგაწუხოს მიეცი ფურცელი ორივე მხრიდან წარწერით: “გადააბრუნე”!

-------------------------------------

შალვა ნათელაშვილის ინგლისურის მოსმენის მერე ამერეკილებმა გადაწყვიტეს, საქართველოში კიდევ 1000 ინგლისურის მასწავლებელი გამოაგზავნონ.

-------------------------------------

ქმარი ეუბნება ცოლს:
– ნახე, რა მშვენიერი დღეა!
ცოლი ყურადღებას არ აქცევს, თავისთვის აკეთებს რაღაცას.
ქმარი ისევ:
– ხო, მშვენიერი დღეა?
– არი და იყოს, მერე რა?
– ხო ამბობდი, ერთ მშვენიერ დღეს მიგატოვებო…

1
613
2-ს მოსწონს
ავტორი:ლადო_25
ლადო_25
613
  
2012, 24 დეკემბერი, 16:44
:D:D:D
0 1 1