სხვა ანეკდოტები ნაწ.10 2012, 24 დეკემბერი, 11:45 რატომ დაგიჭირეს? -ეკითხებიან სვანს საკანში. -მარტორქას მოკვლას მაბრალებენ. -სვანეთში მარტორქა სად ნახე?! -ქორწილში. თურმე თამადა სვამდა ყანწით და იმას ვხიე. კაცი თავის ბინაში რეკავს, ყურმილს უცხო მამაკაცი იღებს. -თუ შეიძლება ჩემს ცოლს თხოვეთ. -ვთხოვე, ბატონო, უკვე, ვთხოვე! ცოტა ხნის მერე დარეკეთ ბანაობს. ქალი საყვარელთან ერთადაა, რეკავს ტელეფონი: - დიახ, გისმენთ… ააა, კარგი, კარგი… - ვინ იყო? - ჩემი ქმარი იყო, მითხრა, რომ დააგვიანდება, შენ გეთამაშება ჭადრაკს. რიგითი გიორგი, ირაკლი და სვანი ერთ სანგარში სხედან. მათი მოწინააღმდეგე სნაიპერი - მეორეში. დაიყვირებს სნაიპერი: - გიორგი! გამოყოფს გიორგი თავს, ესვრის სნაიპერი და მოკლავს. მერე დაიძახებს: - ირაკლი! გამოყოფს ირაკლი თავს და სნაიპერი ამასაც მოკლავს. სვანი ზის და ფიქრობს ნეტა ჩემი სახელი არ დაიძახოსო. ზორო თავის ცხენს საყვარლის ფანჯრის ქვეშ დააყენებს და ეტყვის, როცა ქმარი მოვა ფანჯრიდან დაგახტები და გავიქცეთო. ცოტა ხანში კარზე ზარის ხმას გაიგონებენ, წამოხტება ზორო და ფანჯრიდან გადახტება. როცა ქალი კარს გააღებს, ცხენი დახვდება და ეტყვის, გარეთ წვიმს და იმას უთხარი სადარბაზოში დაველოდებიო. სვანი ბოსტანში ისეთ საფრთხობელას დადგამს ჩიტები შარშანდელ მოპარულს უკან მოიტანენ. 59 2-ს მოსწონს 1-ს არა
|