x
image
ტოპი
წასული ხელისუფლების დანატოვარი ჭირი !!!
image






















ყოფილმა მმართველმა გუნდმა დიდი თავისტკივილი დაუტოვა ავტომობილის მოყვარულებს . კანონი დაბურული მინების წინააღმდეგ. შეიმუშავეს კანონმდებლობა რომელიც აბსოლუტურად ზეპირად იქნა განხილული და აგრეთვე ზეპირად დამტკიცებული, არავის ჩაუტარებია მონიტორინგი დაბურული შუშების თაობაზე, როგორც ჩანს საერთოდ ვერც წარმოედგინათ რომ დაბურული შუშები მხოლოდ "(შავი ფირით)" არ იფარება და არსებობს ქარხნულად დაბურული შუშებიც. რათქმაუნდა ეს პრობლემა არც არავის გაურკვევია და არც გამოუძიებია თუ რა შესაძლო პრობლემები შეიძლებოდა გაჩენილიყო. იყო ათასი გარჩევა ამ თემასთან დაკავშირებით რომ ეს ყველაფერი პატრულის თანამშრომლებისათვის კეთდებოდა მაგრამ ამ დროს სულ გადაავიწყდათ ქართველი მოსახლეობა. რათქმაუნდა კანონმდებლობაც ისე იქნა შემუშავებული, განხილული და აგრეთვე დამტკიცებული რომ არც არავის შეკითხვიან არაფერს . ამ ყველაფერზე კი მხოლოდ ერთ ციტატას მოვიშველიებ " აქ ხომ დაქცეული საქართველოა ვის გასვლია სამართალი, ვისღა ახსოვს ქართველი ხალხი და მათი გასაჭირი "


არსებობს დაბურული მინების ორი სახეობა. გადაკრული რომელსაც სპეციალური ფირი ეკვრება შუშაზე და სურვილისამებრ დააყენებ მის პროცენტულ მაჩვენებელს . ახლა კი მეორე სახეობა რომელიც არის ქარხნული და მისი ახევა გაფხეკა და მსგავსი რამ უბრალოდ შეუძლებელია, ასეთი პრობლემა კი უამრავ ავტომობილს აქვს.


განსაკუთერბით კი უნდა აღინიშნოს ერთი ფაქტორი : რათქმაუნდა უკვე კარგად ცნობილია საპატრულო პოლიციის ის მანევრი რომ, როდესაც იწყება წინა საარჩევნო პერიოდი თუ არ დაეჯახე პატრულის ავტომობილს არავინ არაფრის გამო არ გაგაჩერებს და მითუმეტეს არ დაგაჯარიმებს, მაგრამ აქ არის კიდევ ერთი ფაქტორი ზემოთ აღნიშნული პრობლემისას წინა ხელისუფლების დროს არ ჯარიმდებოდა ავტომობილი რომელიც ქარხნულად იყო დაბურული, ამასთანავე პირველ შემთხვევაზე იძლეოდნენ სიტყვიერ გაფრთხილებას თუნდაც აშკარა დარღვევის შემთხვევაში, მაგრამ ახლანდელმა ხელისუფლებამ როგორც ჩანს ბიუჯეტის შევსება საპატრულო პოლიციის ხარჯზე გადაწყვიტა, გასაოცარი სიხშირით ჯარიმდება მოსახლეობა, გასაოცარი მიზეზებით.



საკმაოდ შეიმჩნევა პატრულის ავტომობილების დიდი რაოდენობა ქალაქში, მაგრამ ყველაფერი იმაში მდგომარეობს რომ თუკი აქამდე შეხედავდი სადმე მოძრავ მდგომარეობაში მყოფ პატრულის ავტომობილს, ახლა უეჭველად "მსხვერპლი" ყავს დაჭერილი და ეძებს რაიმე დარღვევას საგულდაგულოდ რომ როგორმე აღმოუჩინოს რამე დარღვევა და ჯარიმის გარეშე არ გაუშვას შინ.


განსაკუთრებით კი მოსახლეობას პატრულ-ინსპექტორების დამოკიდებულება აღიზიანებს, გონიათ რომ რაღაცით მეტი არიან რიგით მოქალაქეებზე ზემოდან, ქედმაღლურად, ამაყად, მჩაგვრელად და შეურაცმყოფელად მიმართავენ მოქალაქეებს, რადგან იციან რომ საპასუხოდ ვერ შეეწინააღმდეგება ვერავინ, ვინც კი შეეწინააღმდეგება შესაძლოა მის ჯიბეში წამებში გაჩნდება რამე საშინელება და კარგახნით მზის სინათლეს არ ანახებენ.


სამწუხაროდ არ არსებობს არცერთი ორგანო რომელიც გააკონტროლებს პატრულის სამუშაო პროცესს. პატრულის თანამშრომლების მიერ დაწერილი ჯარიმები კი ისე საინტერესოდ ჟღერს გეგონება ნამდვილი კრიმინალი დაიჭირეს. გასაოცარი ისარის, რომ თავადაც რომ წაიკითხო თავიდან თუ რაც წერია შენ ჯარიმის ქვითარზე შეიძლება თვითონაც დაიჯერო რო მართლაც დააშავეთ რამე და მართლაც ღირსეულად მიიღეთ ის საჯარიმო ქვითარი.


სამწუხაროდ ისევ ის სიტყვები უნდა გავიმეოროთ, " აქ ხომ საქართველოა, გინდა სტატია დაწერე გინდა ხელმოწერები შეაგროვე, მანამ სანამ რაიმე მნიშვნელოვან ობიექტს შტურმით არ აიღებ განრისხებული მოსახლეობით ყურადღებას არავინ გაქცევს" სამწუხაროა მაგრამ რეალობაა.


5
243
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ტოპი
ტოპი
243
  
2012, 22 დეკემბერი, 18:59
ჩემი აზრით ახალი ხელისუფლება ადრე თუ გვიან მოიცლის და ეშველება ამ პრობლემასაც. ჯერ დაველოდოთ.
2012, 22 დეკემბერი, 18:58
:D ძნელია ლოდინი . როცა ყოველდღე გაჯარიმებენ :@
2012, 22 დეკემბერი, 18:58
ჩემი აზრით ახალმა ხელისუფლება ადრე თუ გვიან მოიცლის და ეშველება ამ პრობლემასაც. ჯერ დაველოდოთ.
2012, 22 დეკემბერი, 18:57
1 ს არ მოეწონა :D:D:D:D
2012, 22 დეკემბერი, 18:52
:(
0 1 5