სხვა ჩინეთში გიგანტური "აკვარიუმი" გასკდა 2012, 22 დეკემბერი, 16:49 ეს "აკვარიუმი" გავსებული ზვიგენებით დამონტაჟებული იყო 2 წლის წინ შანხაის ერთერთ სავაჭრო ცენტრში. ყოველდღიურად მანდ დაცურავდა "დაივერი" და აჭმევდა ზვიგენებს. 19 დეკემბერს დაუდგენელი მიზეზების გარეშე ამ "აკვარიუმის" კედელი გასკდა და ზვიგენები პირდაპირ ხალხზე წამოვიდა, რის გამოც ატყდა პანიკა, რის შედეგად დაშავდა 56 ადამიანი, 6 ადამიანი იმყოფება კრიტიკულ მდგომარეობაში. დაიღუპა აგრეთვე 7 ზვიგენი, წვრილი თევზი მთლიანად განადგურდა და რამოდენიმე კუ დაიღუპა. "აკვარიუმი" იწონიდა 34 ტონაზე მეტს, შუშის სისქე კიდე 25 სანტიმეტრს აღემატებოდა. 311 13-ს მოსწონს
|