სისხლის სამართალი
ნიკა გილაურს და დიმიტრი გვინდაძეს დაკითხვაზე იბარებენ
2012, 22 დეკემბერი, 12:00
შინაგან საქმეთა სამინისტროს
ანტიკორუფციული სააგენტო, ყოფილ პრემიერ მინისტრს ნიკა გილაურს და ფინანსთა ყოფილ მინისტრ დიმიტრი გვინდაძეს, მოწმის სახით დაკითხვაზე იბარებს. შესაბამისი უწყება ორივე მათაგნს პირადად ჩაბარდა. ანტიკორუფციულ სააგენტოში დიმიტრი გვინდაძეს 1 საათზე, ხოლო ნიკა გილაურს 4 საათზე ელოდებიან.