2010 წლის 19 მაისს ესპანეთში გაიმართა უჩვეულო საფეხბურთო მატჩი. საქველმოქმედო მატჩში, Bბილბაოს “ატლეტიკის” 11 ფეხბურთელმა ითამაშა, არც მეტი არც ნაკლები _ 200 ბავშვის წინააღმდეგ. შეხვედრა წარმოადგენდა თავდამსხმელ ხოსეპა ეჩებერიას გამოსათხოვარ მატჩს, რომელმაც კლუბში 15 წელი გაატარა. ბავშვებმა აირჩიეს ტაქტიკა 66-80-51 და თამაშობდნენ ერთბაშად 3 მეკარით, მაგრამ მაინც საბოლოოდ ბავშვების მცდელობა ამაო გამოდგა და პროფესიონალთა გუნდმა გაიმარჯვა ანგარიშით 5:3 . შეიძლება ითქვას, რომ ეს მართლაც საოცარი მატჩი _ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში შევიდა.