სხვა კაცობრიობის დასასრული-21 დეკემბერი 2012, 21 დეკემბერი, 22:40 "21.12.12 კაცობრიობის დასასრულია"- ბოლო თვეებია, რაც მედია ცდილობს ამ ლოზუნგით დააშინოს ხალხი. ეს თარიღი დაკავშირებული იყო ინდური ტომის "მაიას" კალენდართან, რომელიც სამყაროს აღსასრულს 2012 წლის 21 დეკემბერში წინასწარმეტყველებდა.ეს თარიღი გამოთვალა ამერიკელმა ისტორიკოსმა და ფილოსოფოსმა ხოსე არგუელესმა, რომელმაც შეისწავლა მაიას ტომის კალენდარი და აღმოჩნდა, რომ ამ დღეს დედამიწა შევიდოდა მზის მეოთხე ფაზაში. უფრო მეტიც, 2012 წლის ზაფხულში, გვატემალას მუზეუმში გამოფენილი იყო მაიას ცივილიზაციის ქვის კალენდარი, რომელისც ამავე წლის აპრილში აღმოაჩინეს არქეოლოგებმა.ქვა დაახლოებით 1 300 წლისაა.გვატემალელი სპეციალისტების აზრით, მაიას ტომის ქვის კალენდარი სრულდება 2012 წლის 21 დეკემბერს. არსებობს რამოდენიმე მოსაზრება იმის შესახებ, თუ რა შეიძლება მოხდეს ამ დღეს.ერთი ვერსიით, მსოფლიოს ელოდება მძლავრ რყევებს დედამიწაზე.ხოლო მეორე ვერსიის მიხედვით, მზე გაქრება, რაც გამოიწვევს მსოფლიო ცივილიზაციის შთანთქმას. ჭორები მსოფლიოს მოსალოდნელ აღსასრულზე არაერთხელ გაუგონია კაცობრიობას თავისი არსებობის მანძილზე, რათა გამოეწვიათ პანიკა მოსახლეობის დიდი ნაწილისა.ამ მოვლენათა გამო ბევრი ეძებდა მოსალოდნელი აპოკალიფსისაგან დასამალ და თავდასაღწევ ადგილს. მაგალითად, საფრანგეთში დიდი ხნის წინ, 21 დეკემბერს, სოფელ ბიუგარაშის სასტუმროები და საცხოვრებელი ადგილები სულ გაიყიდა.ეს აიხსნებოდა იმით, რომ სოფელთან ახლოს მდებარეობდა პიკ დე ბუგარაჩის იდუმალი მთა. ერთ-ერთი თეორიით, ბუგარაშის მთა-ერთადერთი ადგილია, სადაც ადამიანებს შეეძლებათ ცხოვრება 21 დეკემბრის არმაგედონის დროს.მთის უნიკალურობა განიმარტება მისი არაჩვეულებრივი გეოლოგიური აგებულობით-ზედა ფენის წვერო დაკავშირებულია ადრე გეოლოგიურ ეპოქასთან.ასევე თვლიდნენ რომ მთის მიწისქვეშა ნაწილები დაკავშირებული იყო სხვა სამყაროს კარიბჭესთან . როგორც იუწყებიან, ტურისტების სიმრავლის გამო, ამ თეორიის ადგილობრივმა მიმდევრებმა, ხელისუფლების დახმარებით მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 18-დან 23 დეკემბრის ჩათვლით შეზღუდულიყო მთასთან მისვლის სიხშირე.ასე რომ, "სხვა სამყაროს კარიბჭესთან" მისვლა აიკრძალა. სხვა მხრივ, სამყაროს აღსასრული-ეს არის შესაძლებლობა, რითაც შეიძლება დიდი ფული გამოიმუშაო ადამიანების შეშინებით. აღსანიშნავია, რომ ადრე, ბევრი უცხოელი და რუსი მეცნიერები, პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები მსჯელობდნენ 21 დეკემბრის აბსურდულ და სპეკულაციურ შიშზე ადამიანებში. ვატიკანის ობსერვატორიის ხელმძღვანელი - ხოსე ფუნესი ირწმუნებოდა, რომ ვერანაირ მიზეზს ვერ ხედავდა ამ აპოკალიფსური წინასწარმეტყველებისადმი სერიოზული დამოკიდებულებისა. P.S ასე რომ, ნურაფრის შეგეშინდებათ ხალხო! 49 3-ს მოსწონს
|