x
მეტი
  • 30.12.2024
  • სტატია:139138
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512637
ქათმის სუპი
imageმასალად საჭიროა:

ქათამი – 1ცალი

ბრინჯი – 1/2 ჩ/ჭ

ერბო ან კარაქი – 1-2სუფრის კოვზი


სტაფილო – 1ცალი

სხვადასხვა მწვანილი

ნაღები ან არაჟანი – 1/2 ჩ/ჭ

კვერცხის გული – 2ცალი

მარილი – გემოვნების მიხედვით

გაწმენდილი ქათამი ჩავდოთ ქვაბში. ზედ დავასხათ 12 ჩაის ჭიქა წყალი და 1კონა მწვანილთან და 1/2 ჩაის ჭიქა ბრინჯთან ერთად კარგად მოვხარშოთ. შემდეგ ამოვიღოთ, გავაცივოთ და მთელი მისი რბილი ნაწილი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. ასევე გავატაროთ მანქანაში მოხარშული ბრინჯი, სტაფილო და სხვა მწვანილი. ყველაფერი ეს დავაწყოთ საცერზე და ნელ–ნელა ვასხათ ბულიონი. შემდეგ ცხელ ბულიონში ჩავუმატოთ 1/2 ჩაის ჭიქა ნაღები ან არაჟანი და ორი კვერცხის გული (კარგად გათქვეფილი). ასეთი სუპი მეტად გემრიელი და სასაგებლოა.


0
1864
4-ს მოსწონს
ავტორი:სესილი
სესილი
1864
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0