x
image
ნათია ბურდიაშვილი
ბნელი ქუჩები ...

imageგზააბნეული ფურცლით და კალმით ხელში, დადიხარ ქუჩაში, ღამეა... მთვარე გინათებს თოვლიან გზებს... გათოვს და გცივა, გინდა რომ გათბე შენი გრძნობებით, თუმცა ფურცელმა იქურდა, არ დაგინდო და გრძნობები მოგპარა. კალამმაც ხელი შეუწყო და ერთად თბებიან, შენი გრძნობებით. შენ კი ეული დადიხარ ქუჩაში... ცდილობ იპოვო შენი გრძნობები, თუმცა დაკარგე, ფურცელს გაატანე, რომელიც მდინარეს ნაზად მიყვება... ცრემლიანი თვალებით უყურებ, ნაზად მიმავალ ფურცელს, რომელსაც შენი გრძნობები გაყვა და მიგატოვეს... თითს იშვერ ნაზად მიმავალი ფურცლისკენ: ის, ის, ის ჩემია...... რატომ იქურდე, რატომ მომპარე... ცრემლები ფრთხილად გეცემა ხელზე, თითქოს ნებართვას ითხოვენო, ვერ გტოვებენო, უნდათ იგრძნო, რომ არ ხარ მარტო... თუმცა შენ კვლავ შენს გრძნობებს ეძახი, ტირი და გული ძალიან გტკივა... რატომ გამქურდეს?! რატომ გამწირეს?! მეგობარმა როგორ გამიმეტა ამხელა ტკივილისთვის... მომპარეს გრძნობები, გაუჩინარდნენ, წავიდნენ შორს, დამტოვეს მარტო ქუჩაში ათას ფიქრებთან... ასე ეული, ვუყურებ თოვას, ფიფქებს, რომლებიც ნაზად ეცემიან ჩემს ხელებს და თითქოს მამშვიდებენ, არ მტოვებენ მარტო ფიქრებთან... მთვარე კი კვლავ მინათებს ბნელ ქუჩებს...
(იმედია მოგეწონებათ და კრიტიკას არ დაიმსახურებს... )
image

0
16
6-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ბურდიაშვილი
ნათია ბურდიაშვილი
16
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0