სხვა ანეკდოტები 5 2012, 21 დეკემბერი, 16:17 ჭიჭიკია ეუბნება ბიჭიკიას: – გახსოვს, ბონდოიე რო ცხოვრობდა ციხის წინ? – ჰო, მერე? – ახლა თავის სახლის წინ ცხოვრობს... რაფერ ხარ ბიჭო ჭიჭიკია? - რა ვიცი ბიჭო, ამ დადაგვაში რაფერ ვიქნები?! გუშინ თბილისში ვიყავი გასვენებაში და იმფერი სიცხე იყო, მიცვალებული შორტებით გამოასვენეს. - და შენ რას შობი გოგია? - რა ვიცი მე ქე ვარ გეგუთის ზონასავით და ქუთეისის თეატრივით - რატო? - არცერთს არ გვყავს მაყურებელი და... საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ბრაზილიის ნაკრებს ხვდება. საჯარიმო მოედნის სიახლოვეს რონალდინიო წააქციეს. დაინიშნა ჯარიმა. ქართველმა ფეხბურთელებმა ცოცხალი კედელი აღმართეს, ოღონდ, მეკარისაკენ პირით დადგნენ. -თქვენ სულ გადაირიეთ?!-აყვირდა მსაჯი. -მოიცა, ერთი, ახლა მილიონობით მაყურებელი გოლს ნახავს და, ჩვენც გვინდა დანახვა! -ექიმო, სასწრაფოდ მოდით -რაშია საქმე? -ჩემს ქმარს სიცხე აქვს... -მაღალია? -მეტრი და 82 სანტიმეტრია რატომ მეკითხებით?... სვანი და კახელი სტუმრად არიან მეგობართან. მასპინძელს მხოლოდ ერთი საწოლი აქვს. სვანს დააწვენს ლოგინზე, კახელს იატაკზე დაუგებს ლეიბსა და საბანს. გულმოსული კახელი ღამით სვანს გადმოაწვენს იატაკზე და თვითონ დაწვება ლოგინზე. შუაღამისას სვანმა ღრიალი მორთო: -შუქი აანთეთ, ლოგინიდან ვერ გადმოვდივარ!... 26 3-ს მოსწონს
|