"facebook"-ის მომხმარებელთა შორის "ქართული ტრენდების ლაბორატორია"-მ ჩაატარა გამოკითხვა, თუ ვინ არის წლის ყველაზე გემოვნებიანი, ქართველ ცნობილ სახეებს შორის. გამოკითხვების თანახმად წლის ყველაზე გემოვნებიან ქალბატონად დასახელდა კახი კალაძის მეუღლე, მოდელი ანუკი არეშიძე. იგი მართლაც რომ ძალიან დახვეწილი და გემოვნებიანია
მეორე ნომინანტად დასახელდა შეუდარებელი ქალბატონი, ფეხბურთელ "ხიზანას" მეუღლე, მოდელი სალომე ღვინიაშვილი
წლის ყველაზე გემოვნებიან მესამე ნომინანტად გამოცხადდა ულამაზესი მაკა ასათიანი.მეოთხე ადგილი წილად ხვდა 2011 წლის მისს საქართველოს გამარჯვებულს ჯანეტ ქერდიყოშვილს, იგი საზოგადოებისთვის ასევე ცნობილია პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავების" მე-2 სეზონიდან
და ბოლოს "წლის ყველაზე გემოვნებიანი"მეხუთე ნომინანტია, ია ფარულავა, რომელსაც წლის ყველაზე სკანდალურ ქალბატონთა ტიტულსაც მივანიჭებდიეს რაც შეეხება ქალბატონებს, ხოლო მამაკაცებს შორის პირველი ადგილი დაიკავა მომღერალმა, "დუეტ ჯორჯიას" წევრმა რატი დურგლიშვილმა
მეორე ნომინანტად დასახელებული იქნა, ყოფილი ფეხბურთელი და აწ უკვე პოლიტიკოსი და მინისტრი კახი კალაძე
ყველაზე გემოვნებიან ქართველ მამაკაცებს შორის მესამე ადგილი დაიკავა, მომღერალმა ბერა ივანიშვილმა
"წლის ყველაზე გემოვნებიანი"მეოთხე ნომინანტი–ჯაბა ქარსელაძეა
ხოლო ბოლო, მეხუთე ადგილზე გამოკითხულთა შორის გავიდა, დათუნა მგელაძეეს კი ყველაზე ექსტრავაგანტულად ჩაცმული ქართველი "მამაკაცია"
იას რა უნდა აქ?