x
მეტი
  • 20.11.2024
  • სტატია:138344
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512019
მოლოდინი არ გამართლდა

მოლოდინი არ გამართლდაამ სტატიაში მე მინდა შევეხო იმ თემას რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა, ზოგის აზრით 2012 წლის 21 დეკემბერს დედამიწას რაღაც პლანეტა დაეჯახებოდა და დედამოწა ბანადგურდებოდა, ზოგს კი ეგონა რომ უბრალოდ დაბნელება იქნებოდა.... რუსეთში ხალხმა ბუნკერებიც კი გააკეთეს და საკვები მოიმარაგეს, მაგრამ როგორც ყოველთვის 2012 წლის 21 დეკემბერიც ჩვეულებრივად გათენდა და ხალხიც ჩვეულებრივად აგრძელებს ცხოვრებას.
პირადად მე რომ გავიგე ამის შესახებ გამეცინა და რა თქმა უნდა არც დავიჯერე. ბიბლიაში მათეს (24:36)_ში წერია "იმ დღესა და საათზე კი მამის გარდა არავინ იცის: არც ზეციერმა ანგელოზებმა და არც ძემ." იესო ამ სიტყვებს თავის მოწაფეებს ეუბნებოდა როცა მათ კითხვა დაუსვეს აღსასრულის შესახებ. აქედან გამომდინარე იესომაც ღვთის ძემაც კი არ იცის თუ როდის მოვა აღსასრული, დღეს კი მეცნიერები და ვითომ მეცნიერები ადგენენ აღსასრულის დროს მაგრამ თქვენც ხედავთ რომ მათი არცერთი ნათქვამი არ გამართლებულა.


აქვე მინდა კიდევ ერთი მუხლო მოვიყვანო ბიბლიიდან მათეს (24:3 დან 14) როცა იესო ზეთისხილის მთაზე იჯდა მივიდნენ მასთან მოწაეები და კითხეს თუ რა იქნებოდა მისი მოსვლის ნიშანი მან უპასუხა: «ფრთხილად იყავით, შეცდომაში არავინ შეგიყვანოთ.5ბევრი მოვა ჩემი სახელით და იტყვის: „მე ვარ ქრისტე“, და ბევრს შეიყვანენ შეცდომაში.6მოისმენთ ომების ხმებს და ცნობებს ომების შესახებ. იცოდეთ, ნუ შეძრწუნდებით. ეს ყველაფერი უნდა მოხდეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის აღსასრული.
7ერი ერის წინააღმდეგ აღსდგება და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ, იქნება საკვების უკმარისობა და მიწისძვრები ხან ერთ და ხან მეორე ადგილას.8ეს ყველაფერი მშობიარობის ტკივილების დასაწყისია.
9მაშინ გადაგცემენ სატანჯველად და დაგხოცავენ და შეგიძულებთ ყველა ხალხი ჩემი სახელის გამო.10მაშინ ბევრი დაბრკოლდება, ერთმანეთს გასცემენ და შეიძულებენ.11გამოჩნდება ბევრი ცრუწინასწარმეტყველი და მრავალს შეიყვანს შეცდომაში.12უკანონობის გამრავლების გამო მრავალს სიყვარული გაუნელდება.13ბოლომდე მომთმენი კი გადარჩება.14და ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად და მაშინ მოვა აღსასრული.



1
226
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ლეუშა
ლეუშა
226
  
2012, 21 დეკემბერი, 18:10
ვაა რით ვეღარ დაამთავრეთ ამ 21 ზე ლაპარაკი ტო.ჭრუ ბაზარია რა:)
0 1 1