x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
საახალწლო მაკიაჟი-დიზაინერთა ჩვენებებიდან
მიმდინარე წლის ბოლო ღამის წვეულებისთვის მაკიაჟისთვის კაშკაშა ფერების არჩევა და მათი შეხამება არამარტო ეფექტური, არამედ დროულიც არის.


საახალწლო ღამისთვის მეტად შესაფერისია მაკიაჟი ოქროსფერ ფერებში.

Barbara Bui-ის შემოდგომა-ზამთრის ჩვენებაზე მოდელები ოქროსფრად ბრწყინავდნენ და სადღესასწაულო განწყობას ქმნიდნენ.

image


image

Barbara Bui


შეგიძლიათ აირჩიოთ ოდნავ შესამჩნევი აქცენტები: მსუბუქი ფერი ღაწვებზე და ოქროსფერი ლაქი, როგორც Dior-ის ზამთრის კოლექციის ჩვენებაზე, ან გაიმეოროთ Kinder Aggugini-ის ლონდონური ჩვენების მაკიაჟი და ოქროსფერით დაფაროთ ტუჩები.

image

Dior

image

Kinder Aggugini


გაიმეორეთ Michael Van der Ham-ის ჩვენებისას წარმოდგენილი ვარიანტი, თვალები ოქროსფერი "ფოლგით" დაამშვენეთ და თქვენ წვეულების ვარსკვლავი იქნებით.

image

Michael Van der Ham


საახალწლო წვეულებისთვის შესაფერისია თვალის ჩრდილები ფუტურისტული ჰოლოგრაფიული ეფექტით.
თვალის მაკიაჟისთვის გამოგადგებათ ლურჯი, მწვანე და იისფერი კაშკაშა ჩრდილები მეტალის ბზინვარებით.
განსხვავებულ ვარიანტებს გვთავაზობენ John Galliano, Roberto Cavalli და Prabal Gurung-ის ჩვენების ვიზაჟისტები.

პეტ მაკგრატმა John Galliano-ს შოუსთვის შექმნა ზღაპრული მაკიაჟი, მან ძირითად ფერად აირჩია ფირუზისფერი, იისფერი და შავი, ხოლო Roberto Cavall-ის ჩვენებაზე კი მოდელების თვალები მწვანე-იისფერი ჩრდილებით შეღება.

image

John Galliano

image
Prabal Gurung

image

Roberto Cavalli


გაითვალისწინეთ, რომ საახალწლო მაკიაჟის გაკეთებისას ძირითადი წესი უცვლელი რჩება-აქცენტი გააკეთეთ სახის ერთ ნაწილზე, მაგ. თვალზე, ტუჩზე..-და რადგანაც აღნიშნულ შემთხვევაში საუბარია თვალებზე, ტუჩებს არ შეეხოთ ან ოდნავ გაიღიავეთ.

0
155
3-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
155
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0