პარამეცნიერებები მიშელ დე ნოტრდამი(ნოსტრადამუსი).სიცრუე 2012 წს. არაფერი მოხდება 2012, 20 დეკემბერი, 19:54 რა ვიცით ნოსტრადამუსის შესახებ?, წარმომავლობით მისი წინაპრები ებრაელები იყვნენ, რომლებიც შემდეგ გაქრისტიანდნენ.მიშელ დე ნოტრდამი დაიბადა 1503 წ. 14 დეკემბერს ქალაქ სენ-რემიში, მონათლულ ებრაელთა ოჯახში.მისი დიდი 2 ბაბუა პიერ და ჟან სენ რემები იყვნენ ექიმები.მიშელის ნათესავი სეზარ დე ნოტრდამის ნაშრომების თანახმად, ნოსტრადამუსის წინაპრები მსახურობდნენ კალაბრიის ჰერცოგის რენე (მოწყალეს) კარზე მკურნალებად.კაცობრიობა ნოსტრადამუსს იცნობს როგორც;პოეტად, ექიმად, ალქიმიკოსად, ასტროლოგად და წინასწარმეტყველად.1555 წელს ნოსტრადამუსმა გამოსცა ასტროლოგიური ალმანახი.ამავე წელს მან გამოსცა მისი წინასწარმეტყველებანი, რომელიც შეიცავდა 353 კატრენს. ამ გამოცემამ ნოსტრადამუსს პოპულარობა მოუტანა, ამავე წელს მიიწვიეს საფრანგეთის მეფის ჰენრიხ II-ის კარზე.დედოფალს, ეკატერინე მედიჩს აინტერესებდა ნოსტრადამუსის წინასწარ მეტყველება, რომელიც მეფის სიკვდილს ეხებოდა.ჰენრიხ II-ეს ეჭვი ეპარებოდა ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებაში, მან გააფრთხილა რომ დუელში არ მიეღო მონაწილეობა, რადგან მეფე თვალით მოკვდებოდა, მართლაც უბედური შემთხვევით მოწინააღმდეგის შუბის ნაწილი მეფეს თვალის არეში მოხვდა. მეფე რამდენიმე დღე უგონოდ იყო რის შემდეგადაც გარდაიცვალა.ამ ამბის შემდეგ ნოსტრადამუსის სახელი გასცდა საფრანგეთს, ხოლო ინკვიზიციამ ამის შემდეგ მისი დევნა დაიწყო, ნოსტრადამუსის მფარველობა დედოფალმა ეკატერინე მედიჩიმ იტვირთა.ნოსტრადამუსმა წინასწარმეტყველების ათი წიგნი გამოსცა.მეთერთმეტე და დაუსრულებელი მეთორმეტე მისმა შვილმა ცეზარემ გამოსცა.იგი სამეფო კარზე მუშაობდა მედიკოსად, ნოსტრადამუსი 1566 წელს 2 ივლისს გარდაიცვალა.ეხლა კი იმის შესახებ რაც ვრცელდება გაზეთებით და ინტერნეტის მეშვეობით ვითომდა სამყაროს აღსასრული დადგა. მხოლოდ ერთს ვიტყვი სადაა ფაქტები???.მხოლოდ იმით თუ ვივარაუდებთ რომ პლანეტარული აღლუმი გველის 21 დეკემბერს ეს ჩვეულებრივი მოვლენაა რაც ყოველ 13 ათას წელში ერთხელ ხდება, მზის აქტიურობა?, არ ვიცი სამყარო წესით არ უნდა იყოს ასე მშვიდი სადაა წყალ დიდობები, და სხვა არცთუ ისე შეუმჩნეველი კატაკლიზმები?. არ ვიცი რას ეყრდნობა ეს უსაფუძვლო შიში.იქნება იმას რომ მაიას ტომს ადებენ ხელს და მათ ვითომდა წინასწარმეტყველებას გვიდებენ ფაქტად?, იქნებ საქმე იმაშია რომ დიდი სულიერი განვითარების კერა მექსიკის ეს ნაწილი ხდება ზუსტად გადადის ამ პერიოდში და მაიას ტომმა მათი განვითარების ახალი ერა აღნიშნეს ამით და არა აპოკალიფსი. ვარაუდებიი ბევრია მაგრამ ფაქტები ცოტა.
627 5-ს მოსწონს
|