x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
ვარსკვლავების რჩეული სამოსი-2012 წლის წვეულებებზე
როდესაც საუბარი შეეხება ხმაურიან, სადღესასწაულო მიღებებს, სადაც ვარსკვლავთცვენაა და შამპანური მდინარეებად მოედინა, პირველ რიგში "ოსკარი" გახსენდება, რომელიც ჰოლივუდის კინოსამყაროს მთავარი მოვლენა გახლავთ.

თუმცა ვარსკვლავები მხოლოდ ჰოლივუდი არ არის. საკუთარი ჯილდოები არსებობს მოდის, მუსიკის, სპორტის სამყაროში...

ყველა მათგანზე ბრწყინავენ ცნობილი ადამიანები ცნობილი დიზაინერების სამოსსა და აქსესუარებში.

გადავხედოთ წლის დაჯილდოებებზე ვარსკვლავების გამოსვლებს.



"ოსკარი"
კინოს სამყაროს უდიდეს ღონისძიება ოსკარს წარდგენაც არ სჭირდება. მასზე მხოლოდ მიწვეული სტუმრები იმყოფებიან.

2012 წელს ოსკარის დაჯილდოების ცერემონია 26 თებერვალს გაიმართა, ვარსკვლავები ბრწყინავდნენ Hollywood and Highland Center-ში (ყოფილი Kodak). წლის საუკეთესო ფილმად მიშელ ჰაზანავიჩუსის შავ-თეთრი ფირი "არტისტი" დასახელდა.

image

"ოქროს გლობუსი"

კინემატოგრაფიის მეორე მნიშვნელოვანი დაჯილდოების ცერემონია

15 იანვარს 69-ჯერ გაიმართა. ღონისძიებას ჰოლივუდის ნაღები საზოგადოება ესწრებოდა. წითელ ხალიჩაზე ბრწყინავდნენ ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი, ჰაიდი კლუმი, კეიტ უინსლეტი, რუნი მარა და სხვები.
image



"Grammy"

მუსიკალური "ოსკარის" დაჯილდოების ცერემონია 12 თებერვალს გაიმართა. ცერემონია ახალგაზრდა ინგლისელი მომღერლის ადელის ბენეფისად გადაიქცა. ის ექვსი ნომინაციის გამარჯვებული გახდა. სტუმრებს შორის გამოირჩეოდნენ: რიანა, ფერჯი, კეტი პერი, ტეილორ სვიფტი, ადამ ლევინი, ბრუნო მარსი და სხვები.
image


კოსტუმების ინსტიტუტის წვეულება ნიუ-იორკში წლის მოდური ღონისძიება გახლავთ. ვარსკვლავები იმოსებიან ყველაზე მდიდრულ და მოდურ სამოსში და მიიჩქარიან Metropolitan-ის მუზეუმში. ბილეთების ფასი რამდენიმე ათასი დოლარიდან იწყება.

თუმცა ფული ყველაფერს არ წყვეტს, მოწვეულების სიას პირადად ამერიკული ვოგის რედაქტორი ანა ვინტური კურირებს.

წელს რჩეული სტუმრები გახლდნენ რიანა, ლანა დელ რეი, ემა სტოუნი, კრისტენ სტიუარტი, ბიონსე, კამერონ დიასი, და სხვები.
image

კანის კინოფესტივალი "ოსკარი" არ გახლავთ, ჰოლივუდი თითქოს გვერდით დგას, აქ განსაკუთრებული პროგრამაა, განსაკუთრებული ფრანგული ხიბლი. სწორედ ამიტომ მსოფლიოს ყველა კუთხიდან ათეულობით ვარსკვლავი იყრის თავს საფრანგეთის ლაჟვარდოვან სანაპიროზე.

წელს ფრიდა პინტო, დიანა კრუგერი, ევა ლონგორია, ტილდა სუინტონი, ფან ბინბინი და სხვები თავს იწონებდნენ კანის წითელ ხალიჩაზე.

image

CFDA Fashion Awards-ყველაზე მნიშვნელოვანი დაჯილდოება ნიუ-იორკში ივლისის დასაწყისში გაიმართა. ღონისძიებაზე მოდის ინდუსტრიის ნაღები საზოგადოება და ვარსკვლავები შეიკრიბნენ. ცერემონიაზე ბრწყინავდნენ დები ოლსენები, რომლებიც წლის საუკეთესო ქალის დიზაინერებად დასახელდნენ.

მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ დიანა ვონ ფიურსტენბერგი, ბრაიან ეტვუდი, ჯეისონ ვუ, ზაკ პოზენი და სხვა ცნობილი დიზაინერები.
image

ნოემბრის შუა რიცხვებში ჟურნალების GQ და Glamour-ის ამერიკული ვერსიები ტრადიციულად ასახელებენ წლის საუკეთესო ადამიანებს.

13 ნოემბერს ჰოლივუდში წლის მამაკაცს ირჩევდა ჟურნალი GQ, გამარჯვებისთვის იბრძოდნენ ბენ აფლეკი, ჯეიმს ფოქსი და ჩანინგ ტატუმი. წლის საუკეთესო მამაკაცი ახალგაზრდა მსახიობი ჩანინგ ტატუმი გახდა.

12 ნოემბერს კი კარნეგი-ჰოლში ჟურნალმა Glamour-მა დაასახელა წლის ქალი -მსახიობი, მომღერალი და ჯასტინ ბიბერის რჩეული-სელენა გომესი.
image
image

2
452
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:maia
maia
452
  
2012, 28 დეკემბერი, 23:24
უგემოვნობის დედააა :D:D
2012, 26 დეკემბერი, 20:51
კრისტენ სტიუარტს რა ჯანდაბა ეცვა
0 1 2