სხვა თუ არ იცოდით,აწი გეცოდინებათ 2012, 19 დეკემბერი, 16:26 1)საშობაო ნაძვის ხე სათავეს გერმანიიდან იღებს. 2) კოსმოსიდან მიწაზე დაშვების შემდეგ, იური გაგარინმა პირველი რაც მოითხოვა, იყო "ბორჯომი". 3) ჰელიუმი არის ნივთიერება რომელსაც ყველაზე დაბალი დუღილის ტემპერატურა აქვს; იგი −269 °C ტემპერატურაზე დუღს. 4) ვეფხისტყაოსნის უკანასკნელი თავები და პოემის ეპილოგი შოთა რუსთაველს არ ეკუთვნის. 5)პლანეტა მარსზე მდებარე 26 კილომეტრი სიმაღლის ოლიმპის მწვერვალი მზის სისტემაში უმაღლესია. 6)შერლოკ ჰოლმსის ავტორი ართურ კონან დოილი პროფესიით ოფთალმოლოგი იყო. 7)სირტაკი ბერძნული ფოლკლორული ცეკვა არ არის, იგი 1964 წელს სპეციალურად შეიქმნა ფილმისათვის „გრეკ ზორბა“. 8) ფოტონი, ანუ სინათლის ნაწილაკი კოსმოსურ სივრცეში წამში 299 792 458 მეტრს გადის და ამ სიჩქარეს ეწოდება სინათლის სიჩქარე. 9)მხოლოდ დედალი მწერები იკბინებიან. 10) პერუში მეტი პირამიდა მდებარეობს, ვიდრე ეგვიპტეში. 11)ასომთავრული ჯანის მოხაზულობა წარმოადგენს მონოგრამას, რომელიც იესო ქრისტეს ინიციალების, ინისა — და ქანის — დიაგონალური გადაკვეთითაა მიღებული. 12) ქართული ვიკიპედიის პირველი სტატია იყო „ედუარდ შევარდნაძე“ და ის 2004 წლის 25 თებერვალს ჰონგ-კონგელი მომხმარებლის მიერ შეიქმნა. 13)შოტლანდიაში, 29 თებერვალს ქალს შეუძლია კაცს ცოლად მოყვანა სთხოვოს. თუ კაცი უარს იტყვის, მან ჯარიმა უნდა გადაიხადოს. 46 2-ს მოსწონს
|