სხვა კაცმა აპოკალიფსისგან გადასარჩენად "კაფსულები" გამოიგონა 2012, 19 დეკემბერი, 11:34 რამდენადაც უცნაურად არ უნდა მოგვეჩვენოთ, მას შემდეგ რაც ხალხი პანიკამ მოიცვა სამყაროს აღსასრულის შესახებ, გამოჩდნენ ადამიანები რომლებსაც სჯერათ ამ ყველაფრის და სხვადასხვა კონსტრუქციებს ქმნიან, რათა აპოკალიფსის შემთხვევაში თავი გადაირჩინონ. ზოგს კი სერიოზულ ბიზნესად ექცა ეს საქმე. ჩინელმა ფერმერმა, ლიუ ციუანმა, დააპროექტა და ააგო "კაფსულები", რომლებიც მისი აზრით კატასტროფის შემთხვევაში საუკეთესო თავშესაფარი იქნება. ჰერმეტულად დახურული სფეროებში, მოთავსებული არის ჟანგბადის ბალონები და უსაფრთხოების ქამრები. თითოეული სფერო 14 კაცისთვის არის განკუთვნილი. (მშვენივრად არის მოწყობილი, ვერაფერს ვერ დაუწუნებ). "კაფსულები" წყლის ზედაპირზე ყოველთვის ვერტიკალურ მდგომარეობაში რჩებიან. მას ასეთი კონსტრუქციის შექმნის იდეა მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ნახა ჰოლივუდური ფილმი აპოკალიფსის შესახებ და 2004 წლის ცუნამის შემდეგ. მიწისძვრების და ცუნამების შემთხვევაში ეს "კაფსულები" მართლაც შესანიშნავი თავშესაფარია. მას ასეთი 7 სფეროა აქვს უკვე შექმნილი. 245 9-ს მოსწონს 1-ს არა
|