სხვა ამერიკაში მამაკაცმა სამი ნათესავი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა. 2012, 18 დეკემბერი, 23:52 სამშაბათს, 18 დეკემბერს, ამერიკის შტატ კოლორადოში მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით თავისი სამი ნათესავი დაცხრილა და თავიც მოიკლა. როგორც პოლიციაში აცხადებენ, დისპეჩერმა, რომელმაც ზარს უპასუხა, ყურმილში ყვირილის და რამოდენიმე გასროლის ხმა გაიგო.შემდეგ მას მამაკაცი დაელაპარაკა და უთხრა, რომ თავის მოკვლას აპირებდა, ტელეფონში გასროლის ხმა გაისმა. ადგილზე მისულ პოლიციელებს სახლში ოთხი გვამი დახვდა, ორი ქალის და ორიც მამაკაცის.სავარაუდოდ ისინი ერთმანეთის ნათესავები იყვნენ. ამ საზარელი შემთხვევის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. 36 2-ს მოსწონს 1-ს არა
|