სხვა მაიას ტომების ბოროტი ხუმრობა-სამყაროს აღსასრული 2012, 18 დეკემბერი, 22:19 წლიდან წლამდე კაცობრიობა ელოდება სამყაროს აღსასრულს, თანაც შიშნარევი მოლოდინით აღსავსე. ელოდება ლიბერალურ გარდაქმნებს და ღვთიურ სიქველეებს.
აღსანიშნავია, რომ სამყაროს აღსასრულზე თავისი წარმოდგენები და იდეები ყველა ერს გააჩნია.
აპოკალიფსის ძირითადი საყრდენებია მეცნიერება და რელიგია. ხანდახან ამ თეორიებს აფერადებენ სხვადასხვა მკითხავები, ნათელმხილველები ბერები და გურუები. პირველი ცივილიზაციიდან მოყოლებული გვპირდებიან საშინელ სამსჯავროს: უცხოპლანეტელთა შემოსევებს, გლობალურ კატაკლიზმებს და ტექნოლოგიურ საშინელებებს. როგორც კი ეს დაპირებული დღე მშვიდობიანად ჩაივლიდა, მაშინვე მოეძებნებოდა ახსნა და განკითხვის დღეც გადაიდებოდა შემდეგი თარიღისთვის.
ახლანდელი მსოფლიო ელოდება 2012 წლის 21 დეკემბერს. აპოკალიფსის ახალი თარიღი უკვე გახდა მსჯელობის საგანი. როგორც უკვე ვხედავთ მორიგ იმედგაცრუებასთან გვაქვს საქმე. ექსპერტები გვიმტკიცებენ, რომ მაიას ტომები, როცა კალენდარს ქმნიდნენ, სულაც არ ფიქრობდნენ კაცობრიობისთვის აღსასრული მიესაჯათ, უბრალოდ აღარ ეყოთ სამუშაო მასალა. ასეა, თუ ისე, აპოკალიფსის მოსვლის მერეც ისევ დაიწყება ახალი ცხოვრება. რაც შეეხება 21 დეკემბერს, სულ პატარა გაუთვალისწინებელმა შეფერხებამ, როგორიცაა შუქის ან ბუნებრივი აირის გათიშვა, შეძლება გამოიწვიოს ვნებათაღელვა. დიდ ქალაქებში სპეციალურად არსებობს თავშესაფრები, ე.წ. ბუნკერები, სადაც შეიძლება რამდენიმე დღით თავის შეფარება. მეორე მსოფლიო ომის დროს ასეთ ფუნქციას მოსკოვის მეტრო ასრულებდა, მაგრამ ახლა, როცა ბომბები გაცილებით ძლიერმოქმედია, სასაცილოა მეტროში თავის შეფარება. ყველაზე ოპტიმალურია, რამდენიმე დღის საყოფი საკვების, სასმელი წყლის მომარაგება და მშვიდად ყოფნა. მე კი დარწმუნებული ვარ, რომ აპოკალიფსის თარიღმა გადაიწია და 22 დეკემბერს ისევ შევხვდებით ინტერმედიაზე. 199 3-ს მოსწონს
|