x
image
აბრაგი
ანეკდოტები 4

imageცოლმა სპირიტულ სეანსზე ქმარი გამოიძახა:
– შოთა, კარგად ხარ მანდ?
– კი, ძალიან.
– ბედნიერი ხარ?
– ძალიან.
– ჩემთან ჯობდა თუ მანდ?
– აქ.
– ესე იგი კარგია სამოთხეში?
– რა სამოთხე, რესტორანში ვზივარ.



ახალგაზრდა ბიჭი აფთიაქში შევიდა და გამყიდველს ეუბნება:
- თუ შეიძლება ერთი პრეზერვატივი მომეცით, დღეს ჩემს შეყვარებულთნ მივდივარ…ანდა, ორი ცალი მომეცით, სხვათა შორის მისი დაც კარგად გამოიყურება… ჯანდაბას სამს ავიღებ, დედამისსაც არა უშავს რა. იყიდა და შეყვარებულის სახლშიც ავიდა… ვახშამი ოჯახურ გარემოში წარიმართა. მთელი საღამო ბიჭმა არც საჭმელს დააკარა პირი და ხმაც არ ამოუღია. როდესაც განმარტოვდნენ შეყვარებული ეკითხება:
- რა გჭირს ძვირფასო, საჭმელი არ მოგეწონა?
- საჭმელი კი მომეწონა, მაგრამ ვერაფრით წარმოვიდგენდი, მამაშენი თუ აფთიაქში მუშაობდა.



ვაშლიჯვარში ქათმის ფერმას ცეცხლი გაუჩნდა. ერთი უბედურებაა. რა თქმა უნდა დარეკეს სახანძროში, ჩქარა მოდით მოგვეშველეთო. გადის დრო და სახანძრო აგვიანებს. კაი ხნის მერე რეკავენ ისევ ვაკიჯვარელები სახანძროში:
-კაი, აღარ გინდათ წყალი, ტყემალი წამეიღეთ ტყემალიიი




გურული ფსამს ქუჩაში სტოლბასტან და დაადგება მილიცია
- ჰააა დაგიჭირო ახლა?
- არა ძამა, მიჭირავს უკვე

0
37
2-ს მოსწონს
ავტორი:აბრაგი
აბრაგი
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0