x
image
შაკსონ
„Ferrari Quattroporte“ - ალექს იმნაძისგან
image

სუპერ ავტომობილების მწარმოებლები – როგორებიც არიან „Aston Martin“–ი, „Porsche“ და „Lamborghini“, ბაზარზე ოთხკარიან კუპეებს ამკვიდრებენ. პირველმა ორმა ასეთები (Rapide–ი და Panamera) უკვე გამოუშვა, მესამემ ჯერ მხოლოდ კონცეპტი – „Estoque“ წარმოადგინა და ალბათ სულ მალე საბოლოოდ ჩამოყალიბდება. ალბათ თავადაც თვლით, რომ ჩამონათვალს ნამდვილად აკლია Ferrari, თუმცა მის შეფს – Luca di Montezemolo-ს არაერთხელ განუმარტავს, რომ ჯერ–ჯერობით ოთხკარიანი და უგზოობის ავტომობილის წარმოებას არ აპირებს. image

დამოუკიდებელ დიზაინერებს კი ამგვარი განაცხადი სრულიად არ ეხებათ და პირიქით, თუკი მათი შესაძლებლობები სიახლეების დასახვისა და რეალობაში წარმოდგენის საშუალებას იძლევა, რატომ უნდა გაუშვან შანსი ხელიდან? სწორედ ასეთი დამოუკიდებელი დიზაინერი გახლავთ ალექს იმნაძეც (ვისი ნამუშევარიც სულ ახლახანს წარმოგიდგინეთ – Lamborghini Supercar Concept by Alex Imnadze). იგი ტურინში (იტალია) გადის შესაბამის სწავლების კურსს და სწავლისგან თავისუფალ დროს, სავარჯიშო თემებს თავად ირჩევს. „Ferrari Quattroporte“–ც მან სწორედ სწავლისგან თავისუფალ დროს შექმნა.

image

სიახლე წინხედში საკმაოდ წააგავს „Ferrari 599“-ს, ხოლო გვერდხედიდან – „Aston Martin Rapide“–ს. 599-თან მსგავსება გასაკვირიც არაა, რადგანაც ორივე ერთი ოჯახიდანაა. „Rapide“–თან მსგავსებას, კი კონცეპტის მშვილდივით ოდნავ მოხრილი სახურავი ქმნის. სხვა მხრივ, ავტომობილი ორიგინალურია და საკმაოდ თავშეკავებული ფორმები აქვს.


image




ყურადღებას იქცევს გვერდითა სწორტალღოვანი ამონატვიფრიც. მისი ზედა ნაწილი სწორია, რაც ხაზს უსვამს ავტომობილის სოლიდურობას. ოთხკარიანი „Quattroporte“ ხომ ტურიზმის კლასის ლიმუზინის შთაბეჭდილებას ტოვებს და მისთვის სოლიდურობა სწორედ რომ მისასადაგებელია. უკანა ნაწილი კარგად ერწყმის უკანა საბურავების თაღებს, რომელიც თავის მხრივ, შემცირებული ტალღის სახით, მანქანის უკანა სეგმენტში გადადის. მისი მთავარი ელემენტები კიდეებში განლაგებული წყვილი სტოპ-ფარია. ერთმანეთში გარდამავალი, ტალღოვანი ფორმების მქონე იმნაძისეულმა – „Quattroporte“–მ, სტილით შესაძლოა 70-იანი წლების „Ferrari“–ც მოგაგონოთ.


image

რაც შეეხება კარებების კონსტრუქციას – წინა კარი ზომით ჩვეულებრივია, უკანა კი ჩვეულებრივზე პატარაა. სავარაუდოდ, იგი წინას საპირისპირო მიმართულებით უნდა გაიღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თავის დანიშნულებას ვერ შეასრულებს.
აქვე გეტყვით, რომ Quattroporte იტალიურად ოთკარიანს ნიშნავს. წარმატებები ვუსურვოთ ნიჭიერ ქართველ დიზაინერს – ალექს იმნაძეს და მის პირმშოს – „Ferrari Quattroporte“–ს.


ტოპ100

2
21
10-ს მოსწონს
ავტორი:შაკსონ
შაკსონ
21
  
2013, 11 მარტი, 17:56
კარგია
0 1 2