ბარბარობა ვიცოდეთ რას ვულოცავთ ერთმანეთს.
"წმინდა ბარბარე", Lucas Cranach the Elder.
ბარბარობა, ქრისტიანული წმინდანის, ბარბარეს (ბარბალეს) სახელობის
დღესასწაული. ხალხური წეს-ჩვეულების თანახმად იმართებოდა 4-6 დეკემბერს
(ძველი სტილით).
ქრისტიანული ბარბარეს კულტი წარმოიშვა და გავრცელდა
აღმოსავლეთის მართლმადიდებელთა შორის. მის სამშობლოდ ასახელებენ ეგვიპტეს,
ბაალბექს, ფრიგიას. ბარბარეს უმთავრესად თაყვანს სცემდნენ როგორც
ავადმყოფთა მკურნალსა და მფარველს. ევროპის კათოლიკურ ქვეყნებში მიაჩნდათ
ცეცხლისა და ქარიშხლისაგან მფარველ წმინდანად და მის სახელზე ზარებს
წირავდნენ, აგრეთვე იმ ხელოსანთა მფარველად, რომელთაც მუშაობისას თოფის
წამლის გამოყენება სჭირდებოდათ.
ქართველების ერთ-ერთი უძველესი
საახალწლო დღესასწაული. ქართლი ბარბარობის წინაქრისტიანული ხანის
წარმოდგენებსაც შეიცავს. ქართველები ბარბოლს, ბარბლაშის (სვანეთი) და
ბარბალეს სახით თაყვანს სცემდნენ ამავე სახელწოდების წინაქრისტიანული მზის
ადგილობრივ ღვთაებას.
ღვთაება ბარბალეს ატრიბუტებს წარმოადგენდა
წრიული საგნები და სხვადასხვა სოლარული ემბლემები (რკინისა თუ მწვანე
რტოებით დამზადებული წრეები, კვირისტავები, გვერგვი, კალპი, გვირვინი და
სხვა). მორწმუნე ქართველებს იგი წარმოდგენილი ჰყავდათ როგორც ქალების,
ფურების და საერთოდ ბუნების ნაყოფიერების დედური ძალების მფარველი
ასტრალური ქალღვთაება. ბარბარობაში ასახულია ქართველთა კოსმოგონიური
წარმოდგენები, რადგან ეს დღეობა ითვლებოდა ზამთრის მზის ბუნიობის დღეობად.
რიგი გადმონაშთებისა ასახავს ბარბალესა და ნიშხის, ე. ი. მზისა და ციური
გველეშაპის ანუ ნათლისა და ბნელის კოსმოგონიურ ბრძოლას. ქართველთა ძველ
კალენდარში ბარბალეს თვე უნდა ყოფილიყო წლის დასაწყოსი თვე. ბარბარობასთან
დაკავშირებული იყო სხვადასხვა რიტუალური ლოცვა-ვედრება, შესაწირავები: რძის
ფაფა, ხაჭაპურები (სვანეთში), ლობიოს- და ნიგვზისგულიანი ჯვარდასახული
ტაბლები, ე. წ. საბარბალო ტაბლები (ლეჩხუმში) და სხვა. ბარბარობის ერთ-ერთი
უმნიშვნელოვანესი რიტუალი იყო მეკვლეობა.
დიდი მადლობა ამ სტატის გაცნობისათვის!!!!!!!!!!! ყველას გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს!!!!!!!!!
უსჯულო კეისარ მაქსიმიანეს (IV ს.) დროს ფინიკიის ქალაქ ილიოპოლისში ცხოვრობდა ერთი მდიდარი, წარჩინებული გვარიშვილობის კაცი, სახელად დიოსკორე. იყო იგი წარმართი და თაყვანს სცემდა კერპებს. დიოსკორეს ჰყავდა ერთადერთი ქალიშვილი, ბარბარე, რომელსაც თავს ევლებოდა, ანებივრებდა და თვალის ჩინივით უფრთხილდებოდა. ბარბარეს დედა ადრე გარდაეცვალა.
აღარ დავწერ გაგრძელებას, ძალიან გამიგრძელდება, მაგრამ ბარბარობას აღინიშნება წმ ბარბარეს თავისკვეთის დღე, თუ როგორ გაიმეტა საკუთარმა მამამ სასიკვდილოდ იმის გამო რომ სწამდა ქრისტე ღმერთი და არა რომელიმე კერპი.