არქიტექტურა რომის კოლიზეუმი 2012, 17 დეკემბერი, 17:56 როგორც ცნობილია, ძველი რომაელები სანახაობათა დიდი მოყვარულები იყვნენ. სწორედ სანახაობათა გასამართად რომში, ახ.წ.I ს-ში აიგო საგანგებო ნაგებობა კოლოსეუმი. მისი სახელწოდება ლათინურუ სიტყვიდან colosseus მომდინარეობს, რაც უზარმაზარ, კოლოსალურს ნიშნავს. და მართლაც, კოლოსეუმი რომის იმპერიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ამფითეატრი იყო, რომელიც 50 000 მაყურებელს იტევდა. ეს არის ელიფსური მოყვანილობის ნაგებობა, რომლის შუაგულში მდებარე არენის გარშემო 4 იარუსად განლაგებულია ადგილები მაყურებელთათვის. შესასვლელ-გასასვლელები აქ ისეა დაგეგმარებული, რომ უზარმაზარი ნაგებობა სულ რამდენიმე წუთში ივსებოდა მაყურებლით. კოლოსეუმის არენაზე იმართებოდა გლადიატორთა ბრძოლები, სიკვდილმისჯილთა შერკინებები გარეულ ცხოველებთამ და სხვა სასტიკი სახეობანი. კოლოსეუმის არენა ისე იყო მოწყობილი, რომ იგი იხსნებოდა, მის ქვეშ საგანგებოდ დამონტაჟებული წყლის მილების სისტემით აქ წყალი შემოდიოდა და არენა დიდ აუზად იქცეოდა, რომელშიც საბრძოლო ხომალდების შეჯიბრი იმართებოდა. ხშირად კოლოსეუმში გამართული სანახაობა რამდენიმე დღე-ღამის განმავლობაში გრძელდებოდა; მაყურებლები საკუთარი ბალიშებით მოდიოდნენ, რათა ქვის სკამებზე მოხერხებულად მოკალათებულიყვნენ და ასე შეექციათ თავი სანახაობათა ხილვით. 7875 12-ს მოსწონს 1-ს არა
|