სხვა პირწავარდნილი "აფერისტი" 2012, 17 დეკემბერი, 17:37 ერთი მეგობარი მყავს, ზურა . რომ იტყვიან პირწავარდნილი აფერისტი. მის გადაგდებულ ხალხს ვერავინ დათვლის. უამრავი მევალე ჰყავს. სოფელი მიჩვეულია ზურას სახლთან აყალმაყალს, თუმცა მას ეს არ აწუხებს და ახალ-ახალ გეგმებს ადგენს "გოიმებისთვის". ამას წინათ თბილისში შევხვდი შარვალ-პიჯაკში გამოწკეპილს. აქ რას აკეთებ, შე აფერისტო- მეთქი და : -ჩუმად, თუ ძმა ხარ, ერთი ავტობუსი მოცეკვავე ბავშვები მყავს რაიონიდან ჩამოყვანილი მხატრულ ფილმში მონაწილეობისათვისო, - მითხრა და თან კურიოზიც მოაყოლა:'2008 წლის ომის დროს კახეთში ვიყავი ნათესავთან, ამჯერად კარგი მიზნით. სექტემბერში, როცა საერთო საპროტესტო ჯაჭვი გაკეთდა, გარეთ გამოვედი და მეც ჩავდექი სრულიად უცხო ხალხში. როცა აქცია დამთავრდა, მარჯვნივ მყოფმა ხელი გამიშვა, მარცხენა მეზობელი კი არ მიშვებს. მეც თავაზიანად მივამართე, დამთავრდა ძმაო, აქცია გამიშვი ხელი-მეთქი, მეგონა განცდებში იყო ადამიანი. რა გაგიშვა შე ოჯახდაქცეულო, სამი წელია გეძებ შემი ვალი გაქვს და ძლივს დაგიჭირე, ახლა სადღა გაგიშვებო. რაღას ვიზამდი, იძულებული გავხდი, კიდევ ერთხელ დამედო პირობა, რომ უახლოეს დროში ვალს დავუბრუნებდი". 54 3-ს მოსწონს
|