x
ექიმები ხუმრობენ

imageეს კურიოზი ერთ-ერთი საავადმყოფოს ტრამვატოლოგიურ განყოფილებაში მოხდა. პალატაში მძიმე პაციენტები წვანან. ზოგი თავიდან ფეხებამდე თაბაშირშია, ზოგს გირები ჰკიდია ... მოკლედ, მოწყენილობააა. მათ ცხოვრებას ოდნავ ახალისებს მარტოხელა ტარაკანა, რომელსაც მოფერებით 'პეტროვიჩს' ეძახიან. ყველა პაციენტმა იცის მისი საყვარელი გზა ფანჯრის რაფაზე და ფანჯარასთან პაციენტები პურის ნამცეცებს უწყობენ .

გათენდა, ექიმები სამსახურში გამოცხადდნენ და აი, დილის შემოვლაზე მოხდა ყველაზე საინტერესო რამ - პალატაში შემოდის განყოფელიების გამგე, რომელიც სინჯავს პაციენტებს და უცებ ფანჯრის რაფაზე მოსიარულე ტარაკანას ამჩნევს, რომელიც გემრიელი სასუსნავის ძებნაში მარშუტს მიყვება . ექიმმა, რომელიც სანიტარული პირობების ასეთი ასეთი სასტიკი დარღვევის გამო საშინლად გაბრაზდა, გაიძრო ფეხსაცმელი და ტარაკანისკენ გაექანა... პალატაში მწოლი პაციენტები ერთხმად აღრიალდნენ: "გაიქეცი, პეტროვიჩ, გაიქეცი!!!"- და ისიც გაიქცა, დილით შემოყვანილი ფეხმოტეხილი მამაკაცი, რომელიც შემთხვევით მართლა პეტრეს ძე აღმოჩნდა, ნახევარი საათის ძებნის შემდეგ ძლივს მიაგნეს - ერთი სართულით ზემოთ ქალთა განყოფილებაში იყო შეყუჟული...

2
111
3-ს მოსწონს
ავტორი:უჩა
უჩა
111
  
2012, 17 დეკემბერი, 15:52
მადლობა
2012, 17 დეკემბერი, 15:50
კაი იყო
0 1 2