x
მეტი
  • 01.07.2024
  • სტატია:135697
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510089
ჯენიფერი ლოპესის ცხოვრებისეული გაკვეთილები-ნუ ელოდები, არამედ იმოქმედე
მაღალანაზღაურებადი ჰოლივუდის მსახიობი, მომღერალი, მოცეკვავე, მოდელიერი, პროდიუსერი და წარმატებული ბიზნეს-ქალბატონი..გახლავთ ჯენიფერ ლოპესის საქმიანობის არასრული ჩამონათვალი.

ჯენიფერმა საკუთარი პოპულარობა აქცია წარმატებულ ბრენდად J.Lo.

ის შოუ-ბიზნესის მდიდარი და გავლენიანი ქალბატონია.

საკუთარი კარიერის მანძილზე ჯენიფერ ლოპესს უამრავი მიღწევა დაუგროვდა, მათ შორის გრემის ორი ნომინაცია, ორი გამარჯვება "ლათინურ გრემიზე", American Music Awards-ის სამი ქანდაკება.


მან გაყიდა 55 მილიონზე მეტი ალბომი მსოფლიოში.

ჟურნალში Billboard ჯენიფერ ლოპესი 2000-იანი წლების მსახიობების რეიტინგში 27-ე ადგილზე მოხვდა. 2010 წელს ჯენიფერი ამერიკული სატელევიზიო კონკურსის American Idol ჟიურის წევრი გახდა.

2012 წელს კი ჯეი-ლო წარადგინეს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავის გახსნის პატივზე.

ჯენიფერ ლოპესს საკმაოდ დიდი გამოცდილება დაუგროვდა პირად ცხოვრებაშიც.

image

ისაუბრო ფულის შესახებ

ჯეი ლოს პირველი ქმარი ალფონსი იყო, მეორემ განქორწინების შემდეგ 10 მლნ დოლარი მიიღო, მესამე ქორწინების წინ კი მომღერალი მიხვდა და საქორწინო კონტრაქტი შეადგინა, რომელშიც ღალატის და მსგავსი გართობისთვის ჯარიმა მილიონებს უტოლდებოდა, რის შემდეგაც მისი საქმრო ბენ აფლეკი საერთოდ აორთქლდა. ჯენიფერმა დაასკვნა, რომ რეალური და მოჩვენებითი გრძნობების გარჩევა საკმაოდ ადვილია, მთავარია საუბარი ფულზე დაიწყო".


დაასახელო ფასი

2006 წელს მომღერალმა ჟურნალს People 8 მლნ. დოლარად მიყიდა ახალშობილი ტყუპების ფოტო. მას ადანაშაულებდნენ, რომ ფული წმინდა თემით იშოვა, მაგრამ მომღერალმა განაცხადა, რომ ადამიანებს ზოგჯერ თავად უნდა მისცე ის, რასაც ელოდებიან და ძალიან სურთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ძალით მოიპოვებენ.

image

უკეთესი მომავლის რწმენა

მარკ ენტონთან რვაწლიანი ქორწინება, რომელიც მისი შვილების ემის და მაქსის მამაა, მომღერლისთვის გარკვეულ გალა-რეპეტიციად იქცა მორიგი, როგორც ვარსკვლავი იმედოვნებს იდეალური ქორწილისთვის: "ამჯერად ვიცი, რომ მოკრივეს ვგავარ, შემიძლია ბევრი დარტყმის მოგერიება და გაძლება"-ოპტიმისტურად განაცხადა ჯენიფერმა.


მიიღო რაც გეკუთვნის

"როცა ვინმე გიყვარს, ხვალინდელ დღეს ნუ დაელოდები, რათა გრძნობებში გამოუტყდე მას"-ყოველთვის იმეორებს ჯენიფერი. მომღერლის ცხოვრებისეული კრედო უფრო მოკლედ ასე გამოითქმება : ნუ ელოდები, არამედ იმოქმედე". ამგვარი დევიზით ისარგებლა ალბათ მარკ ენტონიმ და გაშორდა ცოლს ჯენიფერთან შეხვედრის შემდეგ.

image

კრიტიკას ყურადღებას ნუ მიაქცევ

მომღერალმა ერთ-ერთი თავისი მენეჯერი იმიტომ დაითხოვა, რომ მან ჯენიფერს გახდომა ურჩია: "უცხო ადამიანების გადასაწყვეტი არ არის, რამდენი კგ ხორცი უნდა მქონდეს"-განაცხადა ლოპესმა.


იყავი ჟინიანი

სწორედ ჯეი-ლომ შეაჩვია სამყარო აზრს, რომ ქალური ჟინიანობა ეს სავსებით ნორმალურია. ამიტომ აღარავის უკვირს, რომ საგრიმიოროში უნდა იყოს ბრილიანტებით გაფორმებული ყურსასმენები, სასტუმროში მორიგეობენ მღებავები, უცებ მომღერალმა კედლების გადაღებვა რომ მოითხოვოს...


ცხოვრების ჯანსაღი წესი

ცხოვრების ჯანსაღი წესი რუტინად რომ არ იქცეს, ჯეილო მუდმივად ამატებს ფიტნეს-მენიუში სიახლეებს: მაგ.ოთხი წლის წინ ჯენიფერი პროფესიონალურად დაკავდა ტრიატლონით.

ჯენიფერმა საკუთარი სხეულის ნაკლი ღირსებად აქცია, რითაც შვება მოგვარა განიერ თეძოებიან ქალბატონებს. მოდის კრიტიკოსები დღემდე ვერ პატიობენ ჯენიფერს Versace-ს ღია კაბას, რომელშიც ის გამოცხადდა გრემი-2000 დაჯილდოებაზე.

image

"ჩემთვის მთავარია მოხდენილად და კომფორტულად გამოვიყურებოდე, მოდის კრიტიკოსების აზრი ნაკლებად მაინტერესებს"-განაცხადა მომღერალმა.

ჯენიფერის ახალი რჩეული მისი ბალეტის მოცეკვავე კასპერ სმარტი გახლავთ, რომელიც მომღერალზე ორჯერ უმცროსია და ასჯერ ღარიბი, თუმცა ლოპესისთვის ეს მნიშვნელოვანი არ არის. წყვილი თავს კარგად გრძნობს როგორც სახლში, ასევე გასტროლებზე.

image

image






0
550
3-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
550
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0