კულტურა კაპოეირა 2012, 14 აპრილი, 13:36 კაპოეირა აფრო-ბრაზილიური საბრძოლო ხელოვნებაა, რომელიც თავის თავში აერთიანებს:ცეკვის, მუსიკის, თამაშის და რიტუალურ ელემენტებს.მისი საბრძოლო ტექნიკა მოიცავს სწრაფ მატყუარა მოძრაობებს, გდებებს, თავის კვრებს და გასაოცარ აკრობატულ ილეთებს.ის წარმოიშვა ბრაზილიაში, აფრიკელი მონების და ადგილობრივი მოსახლეობის კულტურათა შერწყმის შედეგად, მე-16-ე საუკუნის დასაწყისში.კაპოეირა წარმოადგენდა იარაღს პორტუგალიელი კოლონიზატორების წინააღმდეგ ბრძოლაში, ის საშუალებას აძლევდა მონებს შეენარჩუნებინათ ერთიანობა, სულიერი სიმტკიცე და თავისუფლებისადმი სწრაფვა. კაპოეირა აკრძალული იყო მთავრობის მიერ, როგორც ქუჩის ჩხუბი 1937 წლამდე.მისი ლეგალიზაცია მოხდა მას შემდეგ, რაც მანუელ დოს რეის მაჩადომ იგივე მესტრე ბიმბამ მოახდინა მისი რესტრუქტურიზაცია(უფრო სწრაფი და მრავალფეროვანი გახადა) და ასე წარდგენა მთავრობისადმი. ამის შემდეგ მან დააარსა სტილი რომელსაც რეჟიონალს უწოდებენ.მეორე სტილი რომელსაც ანგოლა ჰქვია, შედარებით ნელი და დაბალი მოძრაობებით გამოირჩევა, მისი დამაარსებელი არის მესტრე პაშტინია, რომელიც უფრო ერთგული დარჩა ტრადიციებისადმი.არის ახალი სტილიც, კონტემპორენია რომელიც ზემოთ აღნიშნული ორივე სტილის სინთეზს წარმოადგენს. პირი რომელიც კაპოეირას ვარჯიშობს კაპოერისტად იწოდება. კაპოერისტების ორთაბრძოლა მიმდინარეობს მუსიკის თანხლებით, წრეში რომელსაც როდა ჰქვია.ძირითად მუსიკალურ რიტმს ქმნის ერთსიმიანი საკრავი ბერიმბაუ.კაპოეირა დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელს მსოფლიოში, მას პოპულარიზაციას უწევს თანამედროვე ვიდეო თამაშები და ფილმები. 120 16-ს მოსწონს
|