საზოგადოება სახალისო ისტორია 2012, 17 დეკემბერი, 10:41 ამ ზაფხულს ერთი სასაცილო ამბავი შემემთხვა. გამთენიისას, სისხამ დილით, ჩიტების სასიამოვნო ჭიკჭიკის და ჟღურტულის აკომპანიმენტით ჩემი ყოველდღიური სამკურნალო–გამაჯანსაღებელი პროგრამის ფარგლებში ვსეირნობდი. პოლიციის შენობის კარებთან, რომელიც ჩემი სასეირნო მარშრუტის არეალშია, პოლიციელი ქალბატონი იდგა და გემრიელად იზმორებოდა. ეს მომენტი ისე კარგად ეწერებოდა საერთო სურათში და ჩემს კარგ განწყობაში, რომ გვერდზე გავლისას გავუღიმა და დილა მშვიდობის ვუსურვე. საოცარი რეაქცია ჰქონდა: მოქალაქე, თუ შეიძლება თქვენი საბუთი მაჩვენეთო. გაოცებისგან პირი დავაღე. დილა მშვიდობის ყველას, ყველას, ყველას! იმედია, საბუთს არ მომთხოვთ. აქ–ღიმილის ღიმილაკი, რა თქმა უნდა 277 50-ს მოსწონს 3-ს არა
|