x
image
ნინი მელიქიშვილი
სულის გათიშვა ცნობიერებისგან


image





















რა არის სული? სული არის თხელზე თხელი, უმცირესზე მცირე, ამავე დროს უდიდესზე უდიდესი.სული ღმერთის წარმომადგენელია აქ, დედამიწაზე, ღმერთის ნაპერწკალია.


image მგრძნობელი სულის მიმართებაში ორი ფორმა უნდა განვასხვავოთ პირველი არის სიცოცხლის ფორმალური სუბიქტურობა და მეორე არის მგრძნობელი სულის რეალური სუბიექტურობა.ამ უკანასკნელში თავს იჩენს სულის ნამდვილი ორმაგი ცხოვრება, რომელიც თავის ორსავე მხარეს თავისებურ არსებობის საშუალებად აქცევს.პირველი წარმოადგენს მგრძნობელი სულის უშუალო მიმართებას საკუთარ ინდივიდუალურ სამყაროსთან და მეორე არის გაშუალებული მიმართება ჩართულ სამყაროსთან.

image როდესაც ეს ორი მხარე ერთმანეთს სცილდება, ერთი მეორესგან დამოუკიდებლობას აღწევს ავადმყოფობა ეწოდება, რადგა ეს ურთიერთდაცილება არ წარმოადგენს ობიექტური ცხოვრების მომენტს.ისევე როგორც სხეულის ავადმყოფობის დროს ერთი ორგანოს ან სისტემის დაავადების დროს ხდება ინდივიდუალური ცხოვრების საერთო ჰარმონიის დარღვევა.


image სულის ცხოვრებაში ავადმყოფობასთან გვაქვს საქმე როცა ორგანიზმის სულითი მხარე მოიპოვებს ბატონობას გონით ცნობიერზე, შეითავსებს მის ფუნქციას.გონი კარგავს რა ბატონობას სულზე მაშინ როცა სული უნდა შედიოდეს გონის გამგებლობის ქვეშ.ამიერიდან იგი აღარც თავისი თავის ბატონია და პირიქით ქვეითდება სულითი მხარის ფორმამდე და ამით იგი ხელს იღებს საღი გონისათვის საჭირო ფუნქციის შესრულებაზე.ამ დროს არ ხდება სამყაროს აღქმა ობიექტურად.imageსულიერი ავადმყოფობა მარტო შესადარებელი კი არაა სხეულებრივ ავადმყოფობასთან, არამდე დაკავშირებულიცაა.ავადმყოფური მდგომარეობები, რომლებშიც თავს იჩენს სულითი მხრის გათიშვა გონითი ცნობიერებისგან, მრავალგვარია.ამ ავადმყოფობათა რიცხვს ეკუთვნის მთვარეულობა, კატალეფსია, მდედრობითი სქესის ახალგაზრდობის მომწიფების ასაკი, ფეხმძიმობის მდგომარეობა აგრეთვე სიკვდილის მომენტი.ეს უკანასკნელი იწვევს სიცოცხლის ზემოხსენებულ გახლეჩას და ერთის მხრივ საღ, გაშუალებულ ცნობიერებად, რომელიც უფრო და უფრო სუსტდება და მეორეს მხრივ სულისმიერ ცოდნად რომელიც უფრო და უფრო ძლიერდება.

3
137
20-ს მოსწონს
ავტორი:ნინი მელიქიშვილი
ნინი მელიქიშვილი
137
  
2018, 20 ივნისი, 18:12
მაინც ვერ გავიგე რა არის სული? რას უწოდებთ სულს?
2013, 18 იანვარი, 20:07
კარგი სტატიაა!
0 1 3