x
სახელმწიფო უნდა არეგულირებდეს თუ არა ვებგვერდის შინაარს



image სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, სახელმწიფო
აუცილებლად უნდა აკონტროლებდეს ვებგვერდების შინაარსს, რადგანაც ეს მისი ინტერესების შესაბამისად ხდება. ვეთანხმები იმ აზრს, რომ ინტერნეტი კონტროლს უნდა ექვემდებარებოდეს.
მოდით, თავდაპირველად დავფიქრდეთ, რა არის სახელმწიფო
ინტერესები? შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველთვის აკონტროლებს ისეთ აბონენტებს, რომელნიც
ეჭვქვეშ შეიძლება იმყოფებოდნენ. ამით პოლიცია ახერხებს დამნაშავის, შედარებით სწრაფად,
შეპყრობას და ქვეყნის არაკეთილმოსურნე ადამიანების ბოროტი განზრახვის მხილებას: „გლობალურ საინფორმაციო ქსელში (ინტერნეტში) მიმდინარე ღია და დახურული ხასიათის ინტერნეტურთიერთობებზე დაკვირვება და მათში მონაწილეობა, ასევე უკანონო კომპიუტერული მონაცემის მიღების სიტუაციის შექმნა, რომელიც ემსახურება დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობის დადგენას.“
ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობაში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონით პირდაპირ არის აღნიშნული, რომ: „...ინფორმაცის მოხსნა და ფიქსაცია კავშირგაბმულობის არხიდან (კავშირგაბმულობის საშუალებებთან, კომპიუტერულ ქსელებთან, სახაზო კომუნიკაციებთან და სასადგურო აპარატურასთან მიერთებით), კომპიუტერული სისტემიდან (როგორც უშუალოდ, ისე დისტანციურად) და ამ მიზნით კომპიუტერულ სისტემაში შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების ინსტალაცია; საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილთა (გარდა დიპლომატიური ფოსტისა) კონტროლი…“ ეს კი იმას ნიშნავს, რომ კონტროლის ქვეშ არის ყველა ურთიერთკავშირის საშუალებები. ბევრ ადამიანს გაუჩნდება პროტესტის გრძნობა და იტყვის
თუ, რატომ აკონტროლებს მთავრობა მის წერილებს, მაგრამ, რომ დავფიქრდეთ სახელმწიფოს სულაც არ აინტერესებს მეგობრული დიალოგები. უახლოეს წარსულში გვქონდა შემთხვევები, როდესაც ფარულად განხორციელებული ზარებით წყდებოდა
ხალხის და საქართველოს ბედი. თემის სათაურიდან გამომდინარე, ვხვდებით, რომ მთლიანად მონიტორინგი ხდება სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე.
ინტერნეტ სივრცე იმდენად მრავალფეროვანია, რომ
დიდი შეცდომა იქნებოდა მისი უყურადღებოდ დატოვება, რადგანაც თითქმის მთელი მსოფლიო ჩართულია ვირტუალურ სამყაროში (odnoklassniki.ru, facebook.com, twiter.com). როდესაც იცი, რომ
გარკვეულ ქმედებაზე სასჯელი არ არის დაწესებული, რა თქმა უნდა, არ მოერიდები მის კეთებას და გამოყენებას. თუკი ვებგვერდებზე არალეგალური ინფორმაცია დევს ეს, რა თქმა უნდა,
დაუსჯელი არ უნდა დარჩეს.
ახლა ეს თემა განვიხილოთ პოლიტიკური თვალსაზრისით.
ის, თუ რა ხდება საქართველოსა და მის შემოგარენში, ყოველდღიური კონტროლის ქვეშ იმყოფება,
რადგანაც ეს კეთდება ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. აქვე მახსენდება ერთი კარგი იგავი მოხუცი
მამისა და შვილების შესახებ: „ძალა ერთობაშია“. თუ გარშემომყოფებმა იციან, რომ ქვეყანა
დასუსტებულ და დაყოფილ მდგომარეობაში უფრო ადვილი „დასაპყრობი“ იქნება, როგორ ფიქრობთ,
არ ეცდებიან ქვეყანაში განხეთქილების მოწყობას თავიანთი გეგმების შესასრულებლად. განა
არ გვქონდა ასეთი შემთხვევები?! აქედან გამომდინარე პასუხიც ნაპოვნია და იგი შემდეგში
მდგომარეობს: როდესაც არაკეთილოსურნეს აქვს
ინფორმაცია შენს სისუსტეებზე, ეცდება მის გამოყენებას და თავის სასარგებლოდ
საქმის ვითარების შებრუნებას. ასევეა ვებგვერდების მონიტორინგიც. თუ იცის საზოგადოებამ,
რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აკონტროლებს მას, რა თქმა უნდა ეცდება არაკანონიერი
ინფორმაციის გადაცემას.

2
25
1-ს მოსწონს
ავტორი:ბ_ანი
ბ_ანი
25
  
2012, 16 დეკემბერი, 15:24
არა უბრალოდ დავფიქრდი, რომ ინტერნეტი იგივე როლს თამაშობს დღევადნელ საზოგადოებაში, როგორც მეჩვიდმეტე საუკუნეში პამფლეტები საფრანგეთში... ინტერნეტით მთელი მსოფლიო უკავშირდება ერთმანეთს და ხდება, როგორც კარგი ასევე ბევრი მავნებელი... თუნდაც რუსი ჰაკერის მიერ ქართულ საიტებზე მიბმული ვირუსი, რომელიც შიდა საორგანიზაციო საკითხებში ერეოდა... თორე შენ რომ მელაპარაკები მე, მაგაში ჩასარევი არაფერია
2012, 16 დეკემბერი, 15:21
რა გუნდა შვილო ?! :)))) მოგბერზდა თავისუფლება ?! :)))))
0 1 2