საზოგადოება ეს ისე, ვითომ ხუმრობით 2012, 16 დეკემბერი, 15:04 მეუღლე შემიჩნდა, გინდა თუ არა, საათი მარჯვენა მაჯაზე გაიკეთე ფული და წარმატებები მოაქვსო. მაგალითად პუტინი და ივანიშვილი მომიყვანა. ცოტა კი გავჯიუტდი, მაგრამ ცოლმორჩილი ადამიანი ვარ და დავყაბულდი. წარმატებების და ფულის რა მოგახსენოთ ( არსაით ხმა, არსაით ძახილი), მაგრამ კითხვა, რატომ მიკეთია საათი მარჯვენა მაჯაზე ბევრმა ადამიანმა დამისვა. მეც ბრიყვული ღიმილით ხან რას მივედ-მოვედები და ხან-რას.აბა რა ვქნა? რომ ვუთხრა ფული და წარმატებები მოაქვს, საილუსტრაციოდ კი პუტინი და ივანიშვილი მოვიყვანო, დაიხოცებიან სიცილით. აქ-ღიმილის ღიმილაკი 560 56-ს მოსწონს 5-ს არა |
ჩემის აზრით თუ ადამიანს უკეთია საათი იმ ხელზე რომელიც ხშირად არის მოქმედებაში უფრო დიდი შანსია რომ საათი დააზიანოს!!!
(მე მაგალითად სამაჯური მეკეთა მარჯვენა ხელზე და რამოდენიმეჯერ გამიწყდა, ერთხელ მაგალითად კარებს ვაღებდი და სახელურს გამოვკარი:)))